გაველურებული შინაური ძაღლი, რომელმაც საიდუმლოებით მოცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი - დინგოს წარსულმა უამრავი ლეგენდა წარმოშვა
გაველურებული შინაური ძაღლი, რომელმაც საიდუმლოებით მოცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი - დინგოს წარსულმა უამრავი ლეგენდა წარმოშვა
ძაღლისებრთა ოჯახის და მგლის გვარის წარმომადგენელი გაველურებული შინაური ძაღლი დინგო, რომელმაც საიდუმლოებით მოცული წარმომავლობით და მაღალი ინტელექტით გაითქვა სახელი, ავსტრალიის ერთადერთი მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვარია, რომელიც კონტინენტზე ევროპელების გამოჩენამდე დაბინავდა, სახელი კი, აბორიგენებისგან შეიძინა, რომელთა დიალექტზე "დინგო" ძაღლს ნიშნავდა. 

კინოლოგების მტკიცებით, დინგო მეორედ გაველურებული შინაური ცხოველია, ამიტომ აბსოლუტურად გამართლებულია მოსაზრება, რომ ძაღლი იმ უნიკალურ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ჯერ მოიშინაურა ადამიანმა, მერე კი, ისევ მისცა გაველურების უფლება. 

დინგოს იდუმალებით მოცულმა წარსულმა უამრავი მითი და ლეგენდა წარმოშვა. მართალია, მეცნიერებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ავსტრალიის კონტინენტზე
ცხოველი 40-45 ათასი წლის წინ აბორიგენებთან ერთად დაბინავდა, მაგრამ ვიეტნამში აღმოჩენილმა თავის ქალამ, რომელიც დაახლოებით 5 500 წელს ითვლიდა, დაადასტურა, რომ თანამედროვე დინგოს წინაპარი ბევრად ადრე გამოჩნდა დედამიწაზე, თუმცა, როგორ აღმოჩნდა, ავსტრალიაში დაზუსტებით დღემდე არავინ იცის.

წყარო: palitranews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?