როგორ უნდა ავირიდოთ დათვის თავდასხმა: სპეციალისტების რეკომენდაციები
როგორ უნდა ავირიდოთ დათვის თავდასხმა: სპეციალისტების რეკომენდაციები
მნიშვნელოვანი რჩევა - არასოდეს წახვიდეთ ნაკრძალში ძაღლთან ერთად, რადგან დათვის თავდასხმების 17% შინაური ცხოველის გარემოცვაში ხდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილმა სპეციალისტების ჯგუფმა იმსჯელა ადამიანზე დათვის შემთხვევითი თავდასხმის შესახებ და გაავრცელა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოვერიდოთ მტაცებელთან უსიამოვნო შეხვედრას.

მკვლევარებმა იმსჯელეს 2000 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ 664 ადამიანზე, რომელთაც გამოცდილი აქვთ დათვის თავდასხმა. უმეტეს შემთხვევაში, თავდასხმა გამოიწვია ადამიანის არასწორმა ქმედებებმა. ამასთანავე, ყოველი მეათე თავდასხმა ფატალურად დასრულდა.

როგორც აღმოჩნდა, თავდასხმების ნახევარი გამოწვეულია დედა დათვის ბელებთან ერთად შეხვედრის დროს, უეცარი შეხვედრა - 20%, ძაღლთან
ერთად ყოფნის დროს
- 17%, სროლის ან დაჭრის დროს - 10 %, ხოლო საკვების გამო თავდასხმა - 5%.

იმისათვის, რომ მტაცებლის თავდასხმა ავიცილოთ, სპეციალისტები გვირჩევენ, ნაკრძალში ძაღლის გარეშე წავიდეთ და იქ ყოფნის დროს არ ვიხმაუროთ. მკვლევარებმა განმარტეს, რომ ცხოველისთვის მაღალი ხმა ადამიანის სიახლოვეზე მიანიშნებს. ასევე, დათვს ურჩევნია, გაექცეს ადამიანების ჯგუფს  (4 ადამიანი და მეტი), ვიდრე მათ თავს დაესხას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?