მგელი, ბუნების უმშვენიერესი ქმნილება: გრაციოზული მტაცებლის ცხოვრების ზოგიერთი წესი
მგელი, ბუნების უმშვენიერესი ქმნილება: გრაციოზული მტაცებლის ცხოვრების ზოგიერთი წესი
ფოტო ხელოვანი ტომ ჯექსონი რამდენიმე წელია, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს მოგზაურობს და ველურ ბუნებაში ბინადარ მგლებს ფოტო ობიექტივზე აღბეჭდავს. ის ნაცრისფერ მტაცებლებს "ბუნების უკვდავ ქმნილებებს" უწოდებს.

ჯექსონმა შეკრიბა ყველაზე ნათელი კადრები და საზოგადოებას მგლის საოცარი ძალა და გრაციოზულობა წარმოუდგინა.

მგლები ცისფერი თვალებით იბადებიან, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ მათი თვალის ფერი ღია ყვითლად იცვლება.

Zooclub

ტიბეტური მგელი გავრცელებულია ჰიმალაის ორივე მხარეს - ის გვხვდება ჩინეთის, ნეპალისა და ინდოეთის ტერიტორიაზე. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია გაცილებით გამოკვეთილი სახის ნაკვთები და ძალიან სქელი თივთიკი, რათა მთებში გაუსაძლისი ყინვების დროს
მისი სხეული
დაცული იყოს.

Zooclub

როგორც კი მგლის ლეკვები ბუნაგიდან გამოსვლას იწყებენ, ისინი ზრდასრულ მგლებს უერთდებიან და ხროვის ცხოვრების წესების ნაწილი ხდებიან. ლეკვებს უფროსები ასწავლიან ურთიერთობასა და ნადირობის ხერხებს.

Zooclub

მგლები ესალმებიან მეგობარს, რომელმაც მდინარე გადაცურა, რათა მათ ხროვას შეერთებოდა. ამ მტაცებლისთვის უცხო არ არის მეგობრობა: დრუნჩების ერთმანეთთან მიდება ნიშნავს, რომ ხროვა მოხარულია მისი დაბრუნებით.

Zooclub

ნადირობა: მგლების ხროვამ მამრი ირემი ტყიდან გამოდევნა, მტაცებლების ნაწილმა მას გზა გადაუღობა, რათა ცხოველი კვლავ ხეებით დაფარულ ტერიტორიისკენ არ გაიქცეს და არ მიიმალოს. მგლების ნაწილი კი უკნიდან უახლოვდება, რომ ირემს თავს დაესხან.

Zooclub

როდესაც საქმე საკვებს ეხება, მგლების მეგობრობაც იქ მთავრდება! აფრიკული მგელი კონკურენტებისგან ლეშს იცავს.

Zooclub

ფაფრიანი მგელი მზადაა ბრძოლისთვის: ეშვების გამოჩენა, კეფასა და მხრებზე  მუქ ზოლიანი ბეწვი, რომლის დამსახურებითაც მან თავისი სახელი მიიღო, ყალყზე დგება. ჩრდილოეთელი მოძმეებისგან განსხვავებით, ფაფრიანი მგელი მონოგამური სახეობაა. მისი ცხოვრება გაცილებით საფრთხის შემცველია: ფაფრიან მგელს ხშირად უწევს გაცილებით ძლიერ მტაცებელთან გამკლავება, მათ შორის პუმასა და იაგუართან.

Zooclub

მგლის ეშვები: ყველაზე გრძელია ძაღლების ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, მისი სიგრძე 7 სმ-ს აღწევს.

Zooclub

ალფა ძუ ხროვაში რანგით ყველაზე უფროსია, თუ არ ჩავთვლით ალფა ხვადს, რომელიც მასზე დიდი და ძლიერია.

Zooclub

ორაგული - დასავლეთ კანადაში ბინადარი მგლების ყველაზე ღირებული საკვები რესურსია.

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

როგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები

რატომ ყმუიან მგლები მთვარის შუქზე?

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი მგელს
TamTa
მიყვარს მგლები. ძალიან ჭკვიანები, ლამაზები და საოცარი ცხოველები არიან.
ddgfdf
ტფუ მგელი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?