კაპუცინები "ქვის ხანაში" ცხოვრობენ: ისინი საკვების მოსამზადებლად ქვის იარაღებს იყენებენ (+ვიდეო)
ჯერ კიდევ გასულ წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ამერიკაში ბინადარ კაპუცინებს თავიანთი "ქვის ხანა" აქვთ. მაიმუნებმა ქვის იარაღების გამოყენება კაკლისა და მოლუსკების ბაკნის დასამსხვრევად დაიწყეს. ახალმა კვლევამ აჩვენა დეტალები, თუ რამდენ ხანს და როგორ გამოიყენებენ ცხოველები იარაღებს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს არაერთი მტკიცებულება, რომ კაპუცინებმა საკვების დამუშავების ტაქტიკა შეცვალეს. სერა-და-კაპივარის ეროვნულ პარკში (ბრაზილია) არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში, ნაპოვნია ქვის იარაღები, რომლებიც ჩვ.წ.აღ.-მდე  2400-დან 3000 წლით თარიღდება. ამ იარაღებს იყენებდნენ შავზოლიანი კაპუცინები.

Zooclub

"ქვის ხანის" დასაწყისში მაიმუნები თესლისა და სხვადასხვა ხილის გასატეხად მარტივ
ქვებს იყენებდნენ. მოგვიანებით, დაახლოებით 300 წლის წინ, მათ შეცვალეს ტაქტიკა და დაიწყეს მრგვალი ფორმის ქვების
გამოყენება. მკვლევარებმა გააკეთეს დასკვნა, რომ მაიმუნებმა კვების რაციონიც შეცვალეს. ისინი გადავიდნენ ისეთ პროდუქტებზე, რომლის დამსხვრევაც გაცილებით რთულია. ნამარხებში სულ 122 სხვადასხვა ზომის ქვის იარაღია ნაპოვნი, რომლებსაც პრიმატები განსხვავებული ზომის პროდუქტების დასამუშავებლად იყენებდნენ.

Zooclub

მკვლევრების სამომავლო მიზანია, შეისწავლონ მაიმუნების ევოლუციის საწყისი, როგორც იარაღების მოხმარების მხრივ, ისე მათი ქცევის ცვლილება.

მეცნიერებსა და საზოგადოებას აინტერესებს, მოჰყვება თუ არა მაიმუნების ქვის ხანას გაცილებით განვითარებული ეტაპი. სპეციალისტების თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, კაცობრიობას საშიშროება არ ემუქრება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრიმატებს ატომური ბომბის შექმნის უნარი ექნებათ, ეს რამდენიმე მილიონი წლით ადრე არ მოხდება.

წყარო: metro.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?