სპეციალისტებმა მიაგნეს საშუალებას, რისი დახმარებითაც კოალების გადაშენების პროცესი შეჩერდება
სპეციალისტებმა მიაგნეს საშუალებას, რისი დახმარებითაც კოალების გადაშენების პროცესი შეჩერდება
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ევკალიპტს შეეძლო ცხოველისთვის წყურვილი მოეკლა და მისი ორგანიზმი საჭირო რაოდენობის წყლით შეევსო.

აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა: სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ კოალებს სჭირდებათ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე მცენარისგან იღებენ.

მკვლევარებმა ზოოპარკისა და ნაკრძალის თანამშრომლებს ურჩიეს, კოალების სამყოფელში დაამონტაჟონ წყლით სავსე ავზები, საიდანაც ცხოველი საჭირო რაოდენობის წყალს მიიღებს. ძლიერი სიცხის ან გვალვის დროს მიღებული წყალი კოალას ორგანიზმის გამოფიტვისგან დაიცავს.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ ევკალიპტის ფოთლებში, ჰაერში СО2-ის მომატებისას, იმატებს ტანინები და ფენოლები, ამიტომ ცხოველს აუცილებლად ესაჭიროება წყლის
მიღების ალტერნატიული წყარო.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ კოალების სამყოფელში წყლის ავზების დამონტაჟებით, ცხოველის გაუწყლოვანების პრობლემა მოგვარდება.

სამეცნიერო სამყაროში მოსაზრება ორად იყოფა: სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კოალების გადაშენების პროცესი ქლამიდიისა და უნაყოფობის ბრალია. სხვები ამტკიცებენ, რომ მიზეზი კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური პრობლემებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ანომალიური სიცხე მომაკვდინებლად მოქმედებს ცხოველებზე, განსაკუთრებით იშვიათ პოპულაციაზე. მაგალითად, 2009 წელს ქალაქ გუნედას (ავსტრალია) ტყეებში ანომალიურმა სიცხემ ყოველი მეოთხე კოალას სიკვდილი გამოიწვია. მათი დაღუპვის მთავარი მიზეზი არასაკმარისი წყალი იყო.

ძლიერი სიცხის დროს ცხოველები ხიდან ჩამოდიოდნენ და ახლო მდებარე ფერმებს აკითხავდნენ, სადაც  წყლის ავზები ან ხელოვნური ჩანჩქერებია. დადგენილია, რომ ზაფხულში კოალები ორჯერ მეტ წყალს სვამენ, ვიდრე ზამთარში.

ამ პროექტმა უკვე მიიპყრო ახალი სამხრეთ უელსის ხელისუფლების ყურადღება. ისინი უახლოეს მომავალში სპეციალურად კოალებისთვის წყლის ავზებს დაამონტაჟებენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?