გრაციოზული ფრინველმდივანი: "შხამიანი გველების მკვლელი"
გრაციოზული ფრინველმდივანი: "შხამიანი გველების მკვლელი"
მსოფლიოში არსებობს ფრინველის დაახლოებით 10.000 სახეობა და ამას დამატებული კიდევ უამრავი ქვესახეობა. თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეული და უნიკალურია, მაგალითად ქორისებრთა რიგის წარმომადგენელი ფრინველმდივანი, რომელსაც "შხამიანი გველების მკვლელსაც" უწოდებენ.

ფრინველმდივანი ულამაზესი, გრძელფეხება ფრინველია, გამორჩეული თვალის ჭრილითა და წამწამებით. მას მოდელსაც ადარებენ, მისი გრძელი ფეხების გამო. "ფრთიანი ეშმაკი"  აფრიკის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობს - დაწყებული სამხრეთიდან სავანამდე.

Zooclub

მისი სიმაღლე 1 მ-ს აღწევს, თუმცა, წონა იშვიათად აღემატება 4 კგ-ს. გაშლილი ფრთებით ფრინველმდივანი 2 მეტრზე მაღალია, თუმცა, მას ფრენა დიდად არ უყვარს, რადგან ამ ფრინველს გრძელი და
ძლიერი ფეხები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, საათში 30 კმ-მდე გაირბინოს, ხოლო გზაში ასწრებს მღრღნელებისა და
რეპტილიების დაგემოვნებას. უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი გარბენის გარეშე ფრინველმდივანს გაფრენა არ შეუძლია.

Zooclub

ქორისებრთა წარმომადგენელი დღის მტაცებელია, რომელსაც შეუდარებელი მხედველობა აქვს. მთელი დღის განმავლობაში, ის ნადავლს ეძებს და დასდევს. თუ მას თაგვების, ხვლიკებისა და მწერების მოკვლა მარტივად შეუძლია, მოზრდილი შხამიანი გველის მონადირებისას რაინდის სტრატეგიას იყენებს: იმისათვის, რომ გველზე თავდასხმის დროს, მისი შხამისგან თავი დაიცვას, დიდ ფრთებს ფარად იყენებს. სანამ ქვეწარმავალი ინტელექტუალ თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობს, ფრინველმდივანი მის თავს ფეხით მიწაზე სრესს.

Zooclub

Zooclub

როდესაც სავანაში წვიმების სეზონი იწყება, ფრინველმდივნები წყვილდებიან. ეს ფრინველები მონოგამურები არიან და წყვილად ცხოვრებას ამჯობინებენ. დედალ-მამალი თავიდან ერთად დაფრინავენ და დარბიან, ერთმანეთს თავიანთი ლამაზი ფრთებით ეპრანჭებიან, ხოლო შემდეგ ხეზე ერთად დიდ ბუდეს აშენებენ.

Zooclub

ფრინველმდივანი 2-3 კვერცხს დებს, მათგან მხოლოდ 1 ძლიერი ნაშიერი რჩება. ბარტყები თავგანწირვით იბრძვიან მშობლის მიერ მოტანილ საკვებზე და ხშირად ერთმანეთს ბუდიდანაც აგდებენ. 3 თვის შემდეგ ფრინველმდივნის ნაშიერები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

Zooclub

ეს გრაციოზული ფრინველი ველურ ბუნებაში,  დაახლოებით 12 წელი ცოცხლობს.

წყარო: boredpanda
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?