როგორ აგვარებენ უპატრონო კომპანიონი ცხოველების პრობლემებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში?
როგორ აგვარებენ უპატრონო კომპანიონი ცხოველების პრობლემებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში?
შესაძლოა, ერთხელ მაინც გამაპსინძლებიხართ უპატრონო ძაღლს, რომელიც სევდიანი თვალებით გიმზერდათ იმ იმედით, რომ თქვენგან საკვებს მიიღებდა.

ასეთი ცხოველების მიმართ შერეულ გრძნობებს განვიცდით: ერთის მხრივ, გვეცოდება, ხოლო მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ იგი გარკვეული საშიშროების მატარებელია. ამერიკაშიც კი, სადაც კომპანიონი ცხოველის აყვანისა და მოვლის შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს, ძაღლის თავდასხმისგან ყოველ წელს 20-დან 30-მდე ადამიანი კვდება.

საინტერესოა, თუ როგორ უმკლავდებიან განვითარებულ ქვეყნებში უპატრონო კომპანიონი ცხოველების პრობლემებს. მაგალითად, გერმანიაში თითქმის ვერსად შეხვდებით "მაწანწალა" ძაღლს.

როგორ მოაგვარეს განვითარებულმა ქვეყნებმა უპატრონო ცხოველების პრობლემები?

საფრანგეთი: ჯარიმა უპასუხისმგებლო
პატრონებისთვის

Zooclub

საფრანგეთში ყველა პატრონიან ძაღლს სხეულზე გაკეთებული აქვს ტატუ პირადი მონაცემებით და ე.წ. ელექტრონული ჩიპი,
რომელიც საერთო ბაზაში მის პირად ინფორმაციას ინახავს - ცოფის ვაქცინის პერიოდი, სოციალური დაზღვევა და ა.შ. ამ ვალდებულებების იგნორირების შემთხვევაში, ძაღლის პატრონი დაჯარიმდება 450 €-ს ოდენობით. გარდა ამისა, ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს, რომ ქუჩაში უპატრონო ძაღლების რაოდენობა არ გაიზარდოს: პატრონი, რომელიც შინაურ ცხოველს მიატოვებს ან მას სასტიკად მოექცევა, დაჯარიმდება 30 000 €-ს ოდენობით.

ნიდერლანდები: ცხოველთა უფლებების დაცვა

Zooclub

ნიდერლანდებში ცხოველის მიმართ ჩადენილი სისასტიკე სერიოზულ დანაშაულად ითვლება. ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელიც ცხოველს სასტიკად მოექცევა, დაჯარიმდება 17 000 €-ს ოდენობით და მეტიც, შესაძლოა - თავისუფლების აღკვეთითაც.

ჩინეთი: ერთი ძაღლი - ერთი პატრონი

Zooclub

იმისათვის, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მოეგვარებინათ, 2009 წელს ჩინეთის ზოგიერთი ქალაქის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთ ძაღლზე მეტის ყოლის უფლება აუკრძალა.

პეკინში მსგავსი შეზღუდვა რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა, აქ შეგიძლიათ აიყვანოთ ერთზე მეტი ძაღლი, მაგრამ მთავარია, ყოველი შინაური ცხოველი იყოს ნიდაოდან არაუმეტეს 35 სმ. სიმაღლის. გარდა ამისა, ჩინელები ძაღლს ყოველ წელს არეგისტრირებენ და თითოეულ შინაურ ცხოველზე იხდიან 1 000 ¥-ს.

თურქეთი: ქუჩის აპარატები უპატრონო ცხოველების საკვებად

Zooclub

თურქეთში უპატრონო ცხოველებს იჭერენ, უკეთებენ სტერილიზაციას, ამგვარად ძაღლის აგრესიის დონე იკლებს და კვლავ ბუნებრივ არეალში აბრუნებენ. იმისათვის, რომ ქუჩაში მცხოვრები ძაღლები და კატები შიმშილით არ დაიხოცონ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინიციატივით, გზებზე დაამონტაჟეს სპეციალური ავტომატები, რომლებიდანაც ცარიელი პლასტიკური ბოთლების სანაცვლოდ ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები იყრება. ეს ორმაგი სარგებელია: შეგიძლიათ იზრუნოთ უპატრონო ძაღლზე/კატაზე და გაუფრთხილდეთ გარემოს.

აშშ: კომპანიონი ცხოველის სეირნობის წესები

Zooclub

იმისათვის, რომ სეირნობის დროს ძაღლი არ გაიქცეს და არ დაიკარგოს, აშშ-მ შეიმუშავა კომპანიონი ცხოველების გასეირნების წესები. ამის თანახმად, ძაღლი უნდა იყოს საბელზე, ხოლო ყელსაბამზე უნდა ეკეთოს სპეციალური ბეიჯი, სადაც მითითებული იქნება პატრონის კოორდინატები და ძაღლის სახელი.

როგორც ჩანს, ცხოველების კეთილდღეობაზე ყველაზე აქტიურად გერმანიაში ზრუნავენ

Zooclub

გერმანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კონსტიტუციაში მოხსენიებულია ცხოველთა დაცვაც. ამ ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებულია პროფესია "ცხოველთა დამცველი" და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, აქტიურ საქმიანობას ეწევიან. თუ ცხოველი ქუჩაში აღმოჩნდება ან მას სასტიკად მოექცევიან, მისი პატრონი დაჯარიმდება 25 000 €-ს ოდენობით ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთით.

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ბავშვებს ადრეულ ასაკში ასწავლიან: ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან მოყოლებული, გერმანიის სკოლებში ცხოველთა დაცვის გაკვეთილები ტარდება. სახელმწიფო და ცხოველთა დამცველები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს, იმისათვის, რომ ცხოველის აყვანის მსურველმა ოჯახმა ყიდვის მაგივრად, ძაღლი ან კატა თავშესაფრიდან  აიყვანოს. ამისათვის, ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ ჯიშიან ძაღლებზე ჯანმრთელი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე, მეტისი ცხოველები არიან.

თუ შინაური ცხოველი უპატრონოდ, ქუჩაში აღმოჩნდა, მას იჭერენ და მიჰყავთ თავშესაფარში. მფლობელს შეუძლია თავისი ძაღლი/კატა დაკარგული ცხოველების მონაცემთა ბაზაში მოძებნოს. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატრონი არ გამოჩნდა, ცხოველს ახალ პატრონს მოუძებნიან. გარდა ამისა, თავშესაფარში მყოფი ძაღლი შესაძლოა, გადასცენ მოხუცთა თავშესაფარს ან უსინათლო საზოგადოებას.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია ბერლინის ცხოველთა თავშესაფარი

Zooclub

მეტისი კატის ან ძაღლის აყვანის შემთხვევაშიც კი, მომავალმა პატრონმა უნდა გადაიხადოს ყველაზე მცირე 100-150 € . ამ თანხით, შინაურ ცხოველს გაუკეთებენ საჭირო ვაქცინებს და დოკუმენტებს, ხოლო დარჩენილი თანხა თავშესაფრის მუშაობას მოხმარდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლის/კატის აყვანა მარტივად არ ხდება: ცხოველის პოტენციურმა მფლობელმა უნდა დაამტკიცოს, რომ შინაური ბინადრისთვის მის სახლში საკმარისი სივრცეა, თავშესაფარი ინტერესდება მისი სამუშაო გრაფიკით, თუ მომავალი პატრონი დღეში 8-10 საათი მუშაობს, ისინი ჩათვლიან, რომ კატა/ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში სახლში მარტო იქნება და მოიწყენს. ამ შემთხვევაში, ცხოველის აყვანის მსურველი მიიღებს ზრდილობიან, თუმცა, მტკიცე უარს.

დიახ, გერმანიაში საკმაოდ მკაცრი წესებია ცხოველის აყვანის მხრივ, თუმცა, პატრონებს ჰყავთ დამხმარეები - არსებობს სპეციალური კომპანიები, სადაც მუშაობენ სპეციალისტები და ბინაზე მისვლით ცხოველს უვლიან. ამ თანამდებობაზე მყოფმა თანამშრომელმა სავალდებულო შემოწმება უნდა გაიაროს პოლიციაში.
nanna
თბილისი კი სავსეა მაწანწალა ძაღლებით, სასეირნოთ გასვლა მეშინია უკვე. ჩვენს მთავრობას კი სძინავს.
Manana
საქართველოში კი აწამედენ,კლავენ საღებავებს ასხამენ დიდებიც და სადისტი ბავშვები!მეზიზღება ცჰემი ქვეყანა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?