მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტილოპას სახეობა, რომელიც ხელის გულზე ეტევა
მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტილოპას სახეობა, რომელიც ხელის გულზე ეტევა
ანტილოპას ყველაზე პატარა სახეობა ცხოვრობს კენიაში და მას დიკ-დიკს (dik-dik) უწოდებენ. ეს სახელი ცხოველს დაარქვეს გამორჩეული ხმიანობისთვის, რომელსაც საშიშროების დროს გამოსცემს.

ამ სახეობის ზოგიერთი წარმომადგენელი იმდენად პატარაა, რომ ზრდასრული მამაკაცის ხელის გულზე თავისუფლად მოთავსდებოდა.

ველურ ბუნებაში დიკ-დიკის ნახვა ძალიან რთულია, რადგან იგი საოცრად მშიშარა არსებაა, თუმცა, ფოტოგრაფებმა ამ ინდივიდებთან მიახლოება შეძლეს და ფოტოებზეც აღბეჭდეს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი დიკ-დიკის შესახებ:

დიკ-დიკი ძალიან ერთგული ცხოველია. ის პოულობს მეწყვილეს და მასთან ერთად ატარებს მთელ სიცოცხლეს.

Zooclub

ბუნებაში მისი პოვნა რთულია, რადგან მცენარეების ფონზე კარგად
ინიღბება.

Zooclub

დიკ-დიკი მხოლოდ აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში ბინადრობს.

Zooclub

მინიატურული ანტილოპას სხეულის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს, ხოლო
სიმაღლე - 35 სმ-მდე.

Zooclub

რქები მხოლოდ მამრ დიკ-დიკს აქვს, ხოლო მდედრს - სასაცილო ქოჩორი.

დაწყვილებული ანტილოპები ერთად გადაადგილდებიან. გარდა ამისა, მამრი ყოველთვის იცავს და დარაჯობს მდედრს.

Zooclub

ყოველ ოჯახს საკუთარი ტერიტორია აქვს - დაახლოებით 100 მეტრი დიამეტრი ან მეტი. ისინი ნიშნავენ საზღვრებს და უცხო ანტილოპას გამოჩენის შემთხვევაში, მას აგრესიულად დევნიან ამ ადგილიდან.

Zooclub

მდედრი დიკ-დიკი ორ წელიწადში ერთხელ მაკეობს. ანტილოპა ზრდასრულად 1 წლის ასაკში ითვლება. მას მშობლები ტერიტორიიდან დევნიან, რათა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს.

Zooclub

თუმცა, ნაშიერები ცდილობენ მშობლებისგან შორს არ წავიდნენ და მათ სიახლოვეს დასახლდნენ.

Zooclub

ანტილოპები იკვებებიან ფოთლებით, ყვავილებით, სხვადასხვა მცენარის ფესვებით, რომელიც მდიდარია ცილებით, ხოლო წყალს მცენარეებისა და ცხიმისგან იღებენ.

Zooclub

დიკ-დიკისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ბუჩქებით დაფარული ტერიტორიაა, რათა ისინი მტაცებელმა არ შეამჩნიოს. გარდა ამისა, ისინი აკეთებენ ვიწრო თხრილების, სადაც მხოლოდ თავად შეუძლიათ შეძრომა.

Zooclub

ანტილოპა ძალიან სწრაფად დარბის. მას შეუძლია საათში 42 კმ. სიჩქარე განავითაროს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?