მკვდარი კანონი თუ მკვდარი სისტემა?!
მკვდარი კანონი თუ მკვდარი სისტემა?!
სრულიად საქართველოს მთელი ცხოველთა დაცვის სფერო სულმოუთქმელად ელის ახალ კანონს... კანონს, რომელიც ცხოველს დაიცავს! კანონს, რომელიც დანაშაულის ადეკვატურ სასჯელს განსაზღვრავს; რომელიც ცოცხალს უსულო ქონებას მაინც გაუტოლებს; რომელიც სულიერს ფასის მიხედვით არ დაყოფს; რომელიც აღიარებს, რომ ამ ქვეყანაში არსებობის უფლება უტყვ არსებებსაც აქვთ...

დღეს არსებული კანონი მწირი და არაფრისმთქმელია!

მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა)
ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სულ 35 სიტყვა! 35 სიტყვა და შემზარავი სიხშირე სისასტიკისა, სასჯელი კი ჯარიმას არასდროს გამცდარა.

გვიშველის კი ახალი კანონი, საზოგადოება და სისტემა თუ ბრმა და შეუვალი დარჩა?
საჯარო სივრცეში ღიად იდება დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. მოჰყვება ამას რაიმე რეაგირება?

Zooclub

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11306636/


Zooclub

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11284894/


Zooclub

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11335772/




ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?