ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალქალაქის რაიონში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალქალაქის რაიონში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
ი/მ აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობა, რომელიც ”ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ი/მ აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობაში წლიურად 8 ტონა კალმახს აწარმოებენ. საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაფართოვდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 80 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 37 100 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი
შეადგენს, ხოლო 42 900 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
”2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების
მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სამცხე ჯავახეთის რეგიონში შექმნილია 8 ახალი საწარმო და გაფართოვდა 54 საწარმო”, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ”აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს ”ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?