მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები რამოდენიმე ნორმატიულ აქტში
მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები რამოდენიმე ნორმატიულ აქტში
მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები რამოდენიმე ნორმატიულ აქტში (ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, 23 მაისს), რომლებიც ეხება ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის პირობებსა და პროცედურებს. კერძოდ, ცვლელებები შევიდა:

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-93 დადგენილებაში;
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის № 7-28 დადგენილებაში;
„ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის
წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში.

წარმოდგენილი ცვლილებებით დარეგულირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:

- საკუთრებაში არსებული ცხოველის (ძაღლი, კატა) დაკარგვის ან ცხოველის მიერ ადამიანის (ცხოველის) დაკბენის-დაკაწვრის შემთხვევაში, პატრონი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკარგვის/დაკბენის ფაქტის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო გადაიყვანს მუნიციპალურ თავშესაფარში უმეთვალყურეოდ მყოფ პატრონიან ცხოველს, რომლის დაკარგვის შესახებ არ შემოსულა შესაბამისი შეტყობინება, პატრონი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით და, დამატებით, დაეკისრება ცხოველის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურება;

- იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გარეშე არსებული ცხოველის თავშესაფრიდან გაყვანის მიზნით, პატრონს დამატებით მოუწევს საკუთრების ფაქტის დადასტურება ნოტარიული წესით და ადგილზე (თავშესაფარში) ცხოველის იდენტიფიკაციის (ფასიანი) და რეგისტრაციის (უფასო) სავალდებულო პროცედურის გავლა;

- იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის პატრონი ან ის არ მიმართავს სააგენტოს ცხოველის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, სააგენტო უფლებამოსილია რაციონალური მიზანშეწონილობის საფუძველზე მოახდინოს ცხოველის რეალიზება ელექტრონული აუქციონის (აუქციონის პირობები დადგენილია ცვლილებით) ფორმით, ან გაასხვისოს ცხოველი, ან გაატაროს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მიზანშეწონილი ღონისძიებები (სტერილიზაცია-კასტრაცია, შემდგომი მიკედლების ან ურბანულ გარემოში გაშვების მიზნით);

- დამატებით დადგენილია ფასიანი მომსახურების ახალი სერვისები (სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია), რომლებსაც სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისად თავშესაფარში და მისამართზეც;

- დადგენილია ელექტრონული აუქციონის ჩატარების პირობები იმ შემთხვევისთვის, თუ 30 დღის ვადაში პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი არ მიმართავს სააგენტოს თავშესაფარში გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს.



ნორმატიული სიაახლეების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: 10-41.pdf , 10-42.pdf , 10-43.pdf

ასევე, შესაძლებელია შესაბამისი ნორმატიული აქტების კოდიფიცირებული სახით გაცნობაც: http://animalsmonitoring.ge/page/261



სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დეტალურად გაეცნონ ნორმატიულ ცვლილებებს და დაიცვან ცხოველების მოვლა-პატრონობის და ყოლის წესები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?