როგორ უნდა გახსნათ უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი
როგორ უნდა გახსნათ უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი
უსახლკარო თავშესაფარი შეიძლება დაერქვას ადგილს, სადაც უსახლკარო ცხოველებს აჭმევენ, ასმევენ, უტარებენ აუცილებელ ვეტერინარულ დახმარებას და აძლევენ დროებით თავშესაფარს. ასევე?

ასეთი თავშესაფრების თანამშრომლები ცხოველებისთვის ახალ პატრონებსა და სამუდამო საცხოვრებელს პოულობენ. თავშესაფრის გახსნისთვის დაგჭირდებათ: კარგად შეკრული კოლექტივი, სპეციალური ადგილი და სპონსორები, რომლებიც მატერიალურად დაგეხმარებიან.

Zooclub

ვცდილობთ კარგი კოლექტივის შეკრებას

დასაწყისისთვის დაგჭირდებათ იმ ადამიანების შეკრება, რომლებიც დათანხმდებიან თავშესაფარში მუშაობას. თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და, რა თქმა
უნდა, მთლიანად პასუხი აგონ თავის მოვალეობებზე. თავშესაფრის ყოველი თანამშრომელი არა მხოლოდ კარგად უნდა უვლიდეს ცხოველებს, არამედ სიყვარულით უნდა ექცეოდეს მათ. თანამშრომლებს შორის აუცილებლად მცოდნე ვეტერინარი უნდა იყოს, მან მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური
თავშესაფრის ბინადრებს და ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის შემთხვევაში, მაშინვე უნდა გადაიყვანოს ვეტერინარულ კლინიკაში.

თავშესაფრის დოკუმენტების სწორი რეგისტრაციისთვის უნდა მიაკითხოთ ადგილობრივ ადმინისტრაციას ან სპეციალურ განყოფილებას, სადაც მიმდინარეობს სამუშაო სხვადასხვა ორგანიზაცასთან, სწორედ იქ აუხსნიან ადამიანს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

Zooclub

ვარჩევთ შესაფერის ადგილს ან შენობას


არჩეული ადგილი უნდა პასუხობდეს აუცილებელ მოთხოვნებს და იყოს კომფორტული იქ მცხოვრები ცხოველებისთვის. მასში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კანალიზაცია და წყალგაყვანილობა. ასევე, საჭირო იქნება გაკეთდეს ვოლიერები, შეიძინოთ ბინადრებისთვის სამკურნალო პრეპარატები და საჭირო საკვები. მაგრამ ყველა აუცილებელი საქნებისა და საკვებისთვის საჭირო იქნება ფული, ამიტომ უნდა შეეცადოთ, იპოვოთ კარგი სპონსორები, რომლებიც გახსნილი თავშესაფრისვის მუდმივ დახმარებას შეძლებენ.
ყველა ვოლიერი ნორმალურად უნდა ნიავდებოდეს, ქონდეს შესაბამისი გაბარიტები, რომ ცხოველი იქ კომფორტულად გრძნობდეს თავს და, რა თქმა უნდა, ზამთარში იქ უნდა თბილოდეს.

რეგულარულად უნდა ხდებოდეს შენობის დალაგება და დეზინფექცია. სჯობს, ვოლიერებში თითო ბინადარი ცხოვრობდეს იმისთვის, რომ უკეთ დააკვირდეთ მათ მდგომარეობას და ინფექციას არ მისცეთ გავრცელების საშუალება.

Zooclub

თუკი ცხოველები საერთო ვოლიერში ცხოვრობენ, აუცილებელია რამოდენიმე წესის დაცვა:

არ შეიძლება ერთ ვოლიერში ერთი სქესის ცხოველების მოთავსება.

ასე შეიძლება ძაღლებისა და კატების ერთ ვოლიერში მოთავსება.

ავადმყოფი ცხოველები იზოლირებულნი უნდა იყვნენ ჯანმრთელი ცხოველებისგან.

ზედმეტად აგრესიული ცხოველები ასევე ცალკე უნდა იყვნენ მოთავსებულნი.


ყოველ ბინადარზე უნდა შედგეს ფორმა, სადაც აღწერილია თავად ცხოველი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, მითითებულია მისი თავშესაფარში მოთავსების მიზეზი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?