თუ სიზმარში ძაღლი ნახეთ!
თუ სიზმარში ძაღლი ნახეთ!
სიზმარში ავი ძაღლი ბოროტებას ნიშნავს, ალერსიანი კი წარმატებისა და ერთგული მეგობრების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, შეიძლება, დიდი ქონება მიიღოთ. როცა სიზმარში ძაღლებით გეძებენ, ფრთხილად იყავით - ნუ აყვებით სახიფათო ცდუნებას. თუ სიზმარში ძაღლებმა დაგკბინეს, მეგობრებთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები გექნებათ.
გამხდარი და ჭუჭყიანი ძაღლი ავადმყოფობას მოასწავებს. ძაღლის ყეფა უსიამოვნო ამბების გაგებაა. მონადირე ძაღლი სიზმარში საქმეების სასიკეთოდ შემოტრიალების ნიშანია. დეკორატიული ჯიშის ლამაზი ძაღლი გოგონას თავქარიან თაყვანისმცემელს უქადის. თუ სიზმარში დიდი ძაღლი გაშინებთ, ცხადში შეეცდებით თქვენი გარემოცვიდან გამოხვიდეთ და თავი
აარიდოთ უსიამოვნებებს, თუმცა, ქალს ასეთი სიზმარი კარგ მეუღლეს ჰპირდება.
თქვენს ზურგს უკან ძაღლის ყეფა ინტრიგების
ნიშანია. ძაღლისა და კატის ჩხუბი სიყვარულში წარუმატებლობას მოასწავებს; მაგრამ თუ სიზმარში მათ წყალი გადაასხით, ეს სასიკეთო ნიშანია. თეთრი ძაღლი, რომელიც კუდს აქიცინებს, გრანდიოზულ წარმატებას მოასწავებს, განსაკუთრებით კი - სიყვარულში. მრავალთავიანი ძაღლი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრ საქმეებს ხართ მოდებული.
თუ სიზმარში ცოფიანი ძაღლი მოგდევთ, თუმცა, მას გააგდებთ, ისეთი ბრძოლა მოგიწევთ, რომლის ბოლოც კეთილად დასრულდება. თუ დაგესიზმრათ, რომ სეირნობთ ჯიშიან ძაღლთან ერთად და იგი გველს კლავს, ცხადში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
- - -
• ძაღლი თუ ნახო – მტერია, ფრთხილად იყავი.
• ძაღლის ლეკვი თუ ნახო – ძალიან კარგია.
• ძაღლი ცოფიანი თუ ნახო – მეტად ცუდი ნიშანია.
- - -
ციყვს მისდევს ძაღლი – გელით მეგობართან კამათი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?