რა ჯარიმებს ითვალისწინებს ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა
რა ჯარიმებს ითვალისწინებს ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის“ 103-ე მუხლი (მოქმედი რედაქციით) გამოქვეყნდა, რომლითაც გათვალისწინებულია რეაგირების ფარგლები „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის“ (დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიმდინარე წლის 6 აპრილის # 7-28 დადგენილებით) დარღვევის შემთხვევებში.


„მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა (15.12.2010)

1.ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა -
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას - შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ
ოდენობამდე.

2.ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში -
გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში -
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“


დამატებით განვმარტავთ, რომ „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის N 351 ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა (მინიმალური ხელფასი) განისაზღვრა 40 ლარით.

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
ძაღლი
ცხოველებზე მოძალადეები როდის დაჯარიმდებიან კანონით?
aleko
გნიდა სადისტები არიან და უუნარო მწველავები ჩემდათავად მეორედ ამათთვის ხმის მიმცემის დედა ვატირე
qeti
იცით რას გირჩევთ კანონების წერას ჯობია იზრუნოთ ცხოველების და ასევე იმ უპატრონო ბავშვების ჯანმრთელობაზეც რმლებიც ღამეებს ქუჩაში ათენებენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?