რა პროცედურები და საბუთებია საჭირო ცხოველის (ძაღლი, კატა) საზღვარგარეთ გაყვანისთვის
რა პროცედურები და საბუთებია საჭირო ცხოველის (ძაღლი, კატა) საზღვარგარეთ გაყვანისთვის
მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ შინაური ცხოველის (ძაღლის, კატის) საზღვარგარეთ გაყვანა, უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს - თბილისის სამმართველოს (მარშალ გელოვანის #6, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან).

პირველ რიგში, უნდა წარადგინონ ცხოველის ვეტპასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება მისი ყველა ჩატარებული ვაქცინაცია (კომპლექსური და ცოფი) თუ სხვა პროცედურა (დამუშავება ჭიებზე, რწყილზე და ტკიპაზე).

ლეკვის გაყვანა ქვეყნიდან შესაძლებელია მხოლოდ ცოფის ვაქცინაციიდან ერთ თვეში.

ასევე საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთი ადამიანისა, რომელსაც ცხოველი საზღვარგარეთ გაყავს.

ადგილზე იწერება განცხადება და 50 ლარიანი ქვითარი, რომლის გადახდაც უახლოეს ბანკშია შესაძლებელი.

ასევე, ყოფილი
საბჭოთა კავშირის ქვეყნები ითხოვენ ცნობას ცხოველის
ჯანმრთელობის შესახებ, ე.წ. კარანტინის ცნობას, სადაც დაფიქსირებული იქნება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 21 დღის მანძლზე კერძო ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათ საზღვარზე ითხოვენ ლიმბახის ცნობას (გერმანიაში არსებულ ლიმბახის კლინიკაში იკვლევენ ცხოველთა სისხლს, თუ რამდენად გამომუშავებული აქვს ცხოველს იმუნიტეტი ცოფის მიმართ).
ეს მოთხოვნა მოქმედებს, მაგალითად ისრაელში, გერმანიაში, ინგლისში და სხვ. ამ ქვეყნებში მოცემული ცნობის გარეშე, ცხოველს არ შეუშვებენ და მეპატრონესთან ერთად უკან გამოაბრუნებენ.

მეპატრონეს ასევე ევალება საზღვარზე გადასაყვანი ცხოველის იდენტიფიკაცია (ჩიპირება, ტატუირება). პასპორტში და სერთიფიკატში ასევე მიეთითება ჩიპის (ან ტატუირების) ნომერი და ფოტოსურათი. ასევე ცხოველის გადაყვანა ხორციელდება კონტეინერით, ან ცხოველის გადასაყვანი სპეციალური ჩანთით.

ასევე ადგილზე უნდა მოხდეს ცხოველის ვიზუალური დათვალიერება. იგი უნდა იყოს ჯანმრთელი.

აგრეთვე, დაწვრილებით გაეცანით ინფორმაციას, თუ რა მოეთხოვება მეპატრონეს საზღვარზე შინაური ცხოველის გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ ქვეყანაში: საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 430-ე დადგენილება.

ან დარეკეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ დეპარტამენტში - 291 91 68 (3162)



სპეციალურად zooclub.ge-სთვის მოამზადა ანი ქარჩავამ
RG
ძაღლის გაგზავნა მინდა საქართველოდან და თუ გაქვთ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია როგორ ხდება საერთოდ თუ ხდება? ერაყის მიმართულებით მსურს და თუ ხერხდება მსგავსი რამ რა პროცედურების გავლა დამჭირდება? წინასწარ მადლობა
me
გამარჯობა, ძაღლი და კატა მომყავს სამხრეთ კორეიდან საქართველოში, და რამდენიმე თვეში მივემგავრებით ინგლისში. რა პროცედურები დაჭირდებათ ჩემს პატარებს რომ ინგლისში ჩემთან ერტად ჭამოვიდნენ? და უნდა დარჩნენ თუ არა კარანტინში რამდენიმე თვე ინგლისში ?
ბენ ლადენ
ფრინველს როგორ შემოვიყვან საზღვარგარეთიდან?
sss-ს
უნდა მიბრძანდეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.. მანამ დაზუსტებისთვის დარეკეთ 291 91 68 (3162)
sss
ინგლისში მინდა ძაღლის წაყვანა და ეგ ლიმბახის ცნობა სად ავიღო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?