თბილისში ძაღლების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის წესი
თბილისში ძაღლების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის წესი
ხშირად ჩვენს შინაურ ბინადრებთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების აუცილებლობა გვექმნება. გავეცნოთ მათთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №7-28 დადგენილების მიხედვით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომლებსაც ჰყავთ შინაური ბინადარი, ვალდებულნი არიან დადგენილების მიღების დღიდან ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლები (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანონ მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ძაღლების პატრონებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე
პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო
დაწესებულებები და სხვა).

დეკორატიული ჯიშებად ითვლება შემდეგი ჯიშები (დალმატინელის, დიდი პუდელის და ჩაუ-ჩაუს გარდა): http://worldkennel.org/group/5


სრულად კანონი იხილეთ: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ( ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი"

მომზადებულია ანი ქარჩავას მიერ
თაკო
გაწვრთნილ, მშვიდ და არააგრესიულ ძაღლს ალიკაპი არაფერში არ ჭირდება! გარდა იმისა, რომ ალიკაპით ძაღლი საშინლად ისტრესება, მის ჯანმრთელობასაც დიდი ზიანი ადგება! ამ კანონის შემდგენლები ერთხელ თუ მაინც ყოფილან ევროპაში, ნახავდნენ, როგორ უპრობლემოდ დაყავთ ადამიანებს თავისი ოთხფეხა მეგობრები საზ. ტრანსპორტით და შეყავთ ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს კაფე, მაღაზია თუ სხვა. ევროკავშირის კანონმდებლობისთვის რომ გადაეხედათ, ასეთ დისკრიმინაციულ კანონს არ მიიღებდნენ!
SCLG
აბსოლიტური ბითურობაა მთელი ეგ 7-28 წესი და განსაკუთრებით ის მუხლი, რომელიც აქ არის მითითებული, მისმა ავტორებმა 15-ჯერ დასმულ მარტივ შეკითხვას ვერ უპასუხეს საკრებულოს სხდომაზე მაგ მუხლთან დაკავშირებით ზუსტად და მიედ-მოედნენ, კანონი არა კვახის თესლი......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?