რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისში არსებული ცხოველთა თავშესაფარი
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისში არსებული ცხოველთა თავშესაფარი
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისში არსებული ცხოველთა თავშესაფარი?

ცხოველთა თავშესაფარი –  საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნილი დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია ან შესაძლებელია განთავსდეს 10 ცხოველზე მეტი და რომელთა ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, კომპეტენციის და დანიშნულების გათვალისწინებით შეყვანილი ცხოველების სამართლებრივი სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით;



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო აქტით ცხოველთა თავშესაფარი უნ
და აკმაყოფილებდეს ისეთ მინიმალურ სტანდარტებს როგორიცაა:

თავშესაფარში აუცილებელია ფუნქციონირებდეს ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალისა და სისხლის კვლევას. რომლის შემდგომ მოხდება ცხოველის დაავადების განსაზღვრა და მასზე შესაბამისი მკურნალობა.

თავშესაფრის ტერიტორიაზე
აუცილებელია იყოს ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას. ასევე საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველის იზოლაციას სხვა ცხოველებისგან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე ან დაავადებული ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე, ევთანაზიამდე, განთავსების ვოლიერები და სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება ცხოველთა გასეირნება.

აუცილებელია, რომ არსებული შენობა უზრუნველყოფილი იყოს წყლით, ელექტროენერგიით, კანალიზაციით, ვენტილიზაციით და სახანძრო სიგნალიზაციით.
თავშესაფარმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოფა-ცხოვრების მინიმალური პირობები, უნდა მოხდეს ცხოველების სათანადო გამოკვება, დაწყურვება, შენობაში უნდა იყოს სისუფთავე, დათბუნება და განათება. ცხოველის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს.

ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც ამ წესის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, დაექვემდებარება დახურვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს. ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ წესის დანართი №4-ით დადგენილი, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე.


თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.

თითოეული პუნქტი შესულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელიც ძალაში შესულია 2015 წლის 6 აპრილს. შესაბამისად ყველა ამ პუნქტის შესრულება აუცილებელია და სავალდებულო.



გაეცანით: მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი

სრულად კანონი იხილეთ: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ( ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი"


მომზადებულია ანი ქარჩავას მიერ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?