ხნიერი ოპოსუმი ინტერნეტ სივრცეში ვარსკვლავი გახდა
ხნიერი ოპოსუმი ინტერნეტ სივრცეში ვარსკვლავი გახდა
ლუიზიანის მცხოვრები დიდი ხნის განმავლობაში კვებავდა მისი სახლის სიახლოვეს ბინადარ ოპოსუმს, ხოლო როცა ცხოველი დაბერდა, ქალმა მას თავის ავტოფარეხში საცხოვრებელი მოუწყო და სახელიც დაარქვა - ჰენკი. პატრონის დისშვილი ჰენკის ფოტოებს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ათავსებდა და მოულოდნელად ხნიერ ცხოველთან ერთად თავადაც სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა: ჰენკის ფოტოებს ათასობით მოწონება აქვს მთელი მსოფლიოდან.

გაიცანით - ეს ჰენკია. ის ლუიზიანას ერთ-ერთი სახლის ავტოფარეხში ცხოვრობს. ადრე ჰენკი თავისუფლად დარბოდა ბაღში, მაგრამ როცა
დაბერდა, სახლის პატრონმა შეამჩნია, რომ მას სიარული უჭირდა. ქალმა ცხოველს ავტოფარეხში პატარა სახლი დაუდგა და მუდმივად კვებავს.

Zooclub

"ჰენკი დეიდაჩემის ეზოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ის პერიოდულად ჩვენს კატას საკვებს
პარავდა. მოშინაურებული არ იყო, თუმცა თავიდანვე არ ეშინოდა ადამიანების და არც აგრესიას გამოხატავდა. დროთა განმავლობაში ის უფრო მეტ დროს ატარებდა ჩვენს ეზოში, საბოლოოდ დარჩა და ავტოფარეხში დაიდო ბინა. დეიდამ გადაწყვიტა მისთვის უსაფრთხო სახლი მოეწყო, რათა ხნიერი ცხოველი მტაცებლებისგან დაეცვა", - წერს სოციალურ ქსელში პატრონის დისშვილი.

Zooclub

ფოტო კომენტარებში ლუიზიანას მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ბაღში ოპოსუმის დამკვიდრება არა მხოლოდ კეთილი საქციელი, არამედ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. საქმე ის არის, რომ ოპოსუმები სიამოვნებით იკვებებიან ტკიპებით, ხოლო ეს მწერი ლუიზიანაში საკმაოდ ბევრია. ამასთანავე, ტკიპების უმეტესობა საშიში დაავადების - ლაიმის გადამტანია.

ოპოსუმი თავის სხეულზე აგროვებს ბევრ ტკიპას, ხოლო შემდეგ სხეულიდანვე გემრიელად მიირთმევს ამ მწერს.

Zooclub

გარდა ამისა, ოპოსუმი გემრიელად შეექცევა ბაღის მავნებლებს.  

ბუნებაში ოპოსუმები 2-3 წელი ცოცხლობენ

Zooclub

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ჰენკი მალე ცისარტყელაზე სამუდამოდ დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს, თუმცა, დღეს ის ბედნიერია: მან არა მხოლოდ კომფორტული და უსაფრთხო სახლი იპოვა, არამედ დიდი პოპულარობაც მოიპოვა.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ოპოსუმებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს

პატრონმა ძაღლის ბეწვში მოულოდნელი და საყვარელი "სტუმარი" აღმოაჩინა

გაიცანით, მორცხვი სურიკატის ნაშიერი და მისი ოჯახი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?