ძაღლი 4 წლის განმავლობაში პატრონს გზაზე ელოდა... ყველას ეგონა, რომ ის მიატოვეს
ოთხი წლის წინ ქალმა გზაზე მიტოვებული ძაღლი იპოვა. ცხოველი საშინლად გამხდარი და დასუსტებული იყო. კეთილმა ადამიანმა ის სახლში წაიყვანა - გამოკვება და უმკურნალა, მაგრამ ერი კვირის შემდეგ ძაღლი დაიკარგა.

ტაილანდელმა ქალმა ცხოველს სახელიც შეურჩია. მას ლეო დაარქვა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ქალმა ძაღლი იმავე ადგილას აღმოაჩინა, სადაც პირველ დღეს იპოვა. ის ფიქრობდა, რომ პატრონმა ლეო სწორედ ამ ადგილზე მიატოვა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ქალი ყოველდღე აკითხავს ძაღლს, რათა გ
ამოკვებოს.

Zooclub

რამდენიმე კვირის წინ, მან ლეოს კვლავ მიაკითხა. სწორედ ამ დროს მათ ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ძაღლის ისტორიით დაინტერესდა. ამბავი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ
მამაკაცმა სოციალურ ქსელში ლეოს ამბავი დაწერა იმ იმედით, რომ ძაღლის ძველ პატრონებს იპოვიდა. და სასწაულიც მოხდა...

Zooclub

სოციალურ ქსელში გაზიარებული პოსტი მამაკაცმა შეამჩნია. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მსგავსი ძაღლი მისმა ნათესავებმა დაკარგეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ  ლეო სწორედ ის დაკარგული ძაღლი იყო.

როდესაც ძაღლის ამბავი ძველ პატრონებს შეატყობინეს, ისინი მაშინვე წავიდნენ ლეოს სანახავად. ცხოველს სინამდვილეში ბონბონი ერქვა. მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ბინადარი სახლში დაებრუნებინათ.

Zooclub

ძაღლი წარმოუდგენლად გახარებული იყო იმ პატრონების ხილვით, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, ლეო მათ სახლში არ გაჰყვა.

ძაღლის ძველმა პატრონებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბონბონს ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ, სწორედ ამიტომ მათ ოთხფეხა მეგობარი იგივე ტერიტორიაზე, ახალ პატრონთან ერთად დატოვეს. ისინი გეგმავენ ლეოს მომვლელს ყოველ თვე საკვებისთვის თანხა გაუგზავნონ და ძაღლი პერიოდულად მოინახულონ.

ასევე იხილეთ:

ნადირობის სეზონის დასრულების შემდეგ მონადირეების მიერ მიტოვებული ძაღლები

გოგონა ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც მას ძაღლი აჩუქეს

ძაღლი კუთხეში დაჯდა და თავი დახარა, როდესაც პატრონებმა ის თავშესაფარში დატოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?