ცხენისა და კატის მეგობრობის საოცარი ისტორია (+ვიდეო)
შავი კატა, სახელად მორისი, და ცხენი - ჩემპი ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია), ფერმაში ბინადრობენ. ისინი 6 წელია, განუყრელი მეგობრები არიან - 2013 წლიდან, როდესაც ჯენიფერ ბოილმა მორისი თავშესაფრიდან აიყვანა.

ცხენები და კატები რომ ერთ სივრცეში მშვიდობიანად ცხოვრობენ, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ეს ორი არსება განუყრელი მეგობრები არიან.

"ერთ დღეს თავშესაფარს ვესტუმრე. მორისი გალიაში იჯდა და თვალს არ მაშორებდა. ის თავშესაფარში დაიბადა და 9 თვე იქ ცხოვრობდა. ულამაზესი კნუტი სახლში წამოვიყვანე და ვერ ვიჯერებ, რომ ამ დროის განმავლობაში მისი აყვანის სურვილი არავის
ჰქონია. მორისი ყველაზე მეგობრული და თბილი კატა აღმოჩნდა. როდესაც ფუმფულა ბინადარი ფერმაში მოვიყვანე, ჩემპი ერთი
წლის იყო. მე ის მორისს გავაცანი. კატა თავიდან გაურბოდა ჩემპის, თუმცა, რამდენიმე დღეში ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ძვრება მორისი ჩემპის ზურგზე - ის ცხენის ზურგზე ღობიდან ხტება, ამიტომ ღობეს ავტობუსის გაჩერებაც შევარქვით", - ამბობს ჯენიფერი.

მორისი გამოცდილი ცხენოსანია. მეგობრები ყოველთვის ერთად სეირნობენ, იჭერენ თევზს და ერთად სძინავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხოველები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულნი არიან, ეს მათ მეგობრობას ხელს არ უშლის.

იხილეთ ფოტოგალერეა- მორისისა და ჩემპის საოცარი მეგობრობა.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

ტყეში მცხოვრები ირემი ყოველდღე მეგობრებთან შესახვედრად მინდორში გამოდის

განსხვავებული სახეობის ცხოველები, რომლებმაც მეგობრობის ფასი იციან

ფოტოებით გადმოცემული ჟირაფებისა და მომვლელის საოცარი მეგობრობა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?