პატრონს ჭარბწონიანი ძაღლის დაძინება სურდა, მაგრამ ვეტერინარისგან უარი მიიღო
პატრონს ჭარბწონიანი ძაღლის დაძინება სურდა, მაგრამ ვეტერინარისგან უარი მიიღო
ადამიანების გარკვეული ნაწილი ივიწყებს, რომ ცხოველის აყვანის შემთხვევაში ვალდებულია მასზე ბოლომდე იზრუნოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ოთხფეხა ბინადარი ბეზრდებათ, აღარ უვლიან და ისინი თავშესაფარში ხვდებიან ან ვეტერინართან ევთანაზიისთვის მიჰყავთ. ანალოგიური  მოხდა ამ ისტორიის გმირის შემთხვევაშიც. კაი ლამაზი და მეგობრული ოქროსფერი რეტრივერის მეტისია.

პატრონს ძაღლი მობეზრდა და ვეტერინარულ კლინიკაში ევთანაზიისთვის მიიყვანა, თუმცა, ექიმმა მის დაძინებაზე უარი განაცხადა. მეტიც, ის აშშ-ს ცხოველთა დაცვის ერთ-ერთ ორგანიზაციას - Misfits of Alberta Animal Rescue-ს დაუკავშირდა.

ცხოველთა დამცველმა პემ ჰეგიმ კაი სახლში წაიყვანა.

Zooclub

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ამ
ჭარბწონიან ძაღლს ვუყურებდი. ფოტოები ვერ გადმოსცემენ მის უზარმაზარ სხეულს. კაის ჭარბი წონისგან ნაბიჯების გადადგმა უჭირდა", - ამბობს პემი.

Zooclub

რეტრივერის მეტისი 78,5 კგ-ს იწონიდა, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო წონის განახევრება. კაის 20 წუთი სჭირდებოდა, რათა პატარა სიმაღლის კიბეზე ასულიყო.

ახალი პატრონი ხვდებოდა, რომ ძაღლის დიეტა ხანგრძლივი და მძიმე პროცესი იქნებოდა, მაგრამ ძველ მფლობელთან შედარებით, პემმა ცხოველზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. მიუხედავად ყველაფრისა, პემი არ ადანაშაულებს კაის პატრონს: "არაფერი ვიცი ძაღლის პირველ მფლობელზე და სიმართლე გითხრათ, არც მინდა ვიცოდე. არ მჯერა, რომ მას თავისი საქციელის გამო ოდესმე შერცხვება, ამიტომ მის განსჯასაც აზრი არ აქვს. პატრონის ამოცანაა ცხოველის ჯანმრთელად ყოფნა. ადამიანების სწავლა, თუ როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ ბინადრებზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი დადანაშაულება ან შერცხვენა".

Zooclub

კაის ვეტერინარებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. ის ყოველდღე დაჰყავდა პატრონს წყლის ვარჯიშებზე, რათა თათები გაემაგრებინა. პემი ძაღლს დღეში სამჯერ ასეირნებდა. "თავიდან ის რამდენიმე ნაბიჯს დგამდა, ხოლო შემდეგ ჩერდებოდა ან წვებოდა."

Zooclub

გარკვეული დროის შემდეგ, კაის კიბეზე ასვლა და პარკში სირბილი შეეძლო. პროგრესი საოცარი იყო.

"საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ როგორ თავისუფლდებოდა ძაღლი მძიმე წონისგან და როგორ იცვლებოდა სასწორზე ციფრები. ოცნებაც არ შემეძლო, რომ კაი სირბილს, თამაშს და ცხოვრებით ტკბობას შეძლებდა, ისე როგორც ახლა. კაი 10 წლის იყო, როდესაც ის ჭარბი წონის მახეში მოექცა, ხოლო ახლა ის 11 წლის არის და სიცოცხლით სავსე".

Zooclub

თითქმის 1 წლის განმავლობაში ძაღლმა 45 კგ. დაიკლო და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

Zooclub

"მას შეეძლო წარსულში დარჩენა და შეგუება, მაგრამ ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა უკეთესი გამხდარიყო. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ უკეთესს ვიმსახურებთ. კაი საოცრად მადლიერია და ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. მე მისი დედობილი ვარ და ის ჩემთან იქნება მთელი მისი სიცოცხლე," - ამბობს პემი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი "მაკე" ძაღლი, აღმოჩნდა, რომ ლეკვებს არ ელოდებოდა

ჭარბწონიანი ძაღლები მანამდე და დიეტის შემდეგ

ისევ თავშესაფარში... ჭარბწონიანი კატა თავშესაფარში ოთხჯერ დააბრუნეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?