გოგონამ საზოგადოებას აჩვენა, თუ როგორია ცხოვრება მელიასთან ერთად (სახალისო ვიდეო)
გარეული ცხოველის ბინაში ყოლა დღითიდღე პოპულარული ხდება, თუმცა, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში გარეული ცხოველის აყვანა კანონით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ადამიანს ენოტის, ფოცხვერის თუ მელიის მოშინაურებისათვის კანონი ხელს არ უშლის.

რიდითის პორტალზე პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც გოგონა სავარძელში ზის და წიგნს კითხულობს, ხოლო მის გარშემო პატარა მელია-ფენეკი ელვის სისწრაფით დარბის.

ფენეკი უკვე რამდენიმე წელია მოდაში შემოვიდა, როგორც შინაური ცხოველი. გარეული ცხოველი დიდი ყურებით ძალიან საყვარელია, თუმცა, იქამდე, სანამ მის ხასიათს არ შევისწავლით.

ვიდეოს კომენტარებში მელიის ყოფილმა პატრონებმა ამ ცხოველის განსაკუთრებული თვისებები აღწერეს
და განმარტა, თუ რამდენად რთულია გარეულ ცხოველთან ერთად ბინაში ცხოვრება: "როდესაც მივლინებიდან დავბრუნდი, ფენეკი, სახელად
გონზო, ავიყვანე. ის სახლის ყველა კუთხეში ძვრებოდა და ყველაფერს აფუჭებდა, მაგრამ ყველაზე საშინელი მელიის შარდის სუნია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ეს ცხოველი მოისაქმებს თქვენს საწოლში და არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ. ფენეკი საოცრად ჭკვიანი და ეშმაკი ცხოველია.

Zooclub

თავს ნუ ვიტყუებთ: ის არ არის შინაური ცხოველი. სახლში გაზრდილი მელიაც კი გაცილებით ველურია, ვიდრე კატა ან ძაღლი. ის მეზობელია, ვიდრე თქვენი ოჯახის წევრი. მელიას შეუძლია დაიმახსოვროს რამდენიმე ადამიანი, ის ყოველთვის ცდილობს გავნოს და თუ გააბრაზეთ, სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდით. ეს ცხოველი იმახსოვრებს, თუ რომელი ნივთები გვიყვარს და ხშირად ვიყენებთ, ამიტომ მასზე ყოველდღე მოშარდავს და დააზიანებს. ამგვარად ჩემმა მეგობარმა სამი მაკბუქი დაკარგა: პატარა ჟღალმა "მაიმუნმა" მას კლავიატურა სულ დააცალა, ხოლო შემდეგ ზემოდან მოშარდა.

ვერ ვითვლი, თუ რამდენჯერ გამირეცხავს ჩემი ჩანთა და სხვა ნივთები, როდესაც მელიის შარდის სუნის გაყვანას ვცდილობდი. გონზო აღებდა ქილებს, ყუთებს, კარს - სახლში უსაფრთხოდ ვერაფერს ვინახავდი. ის გაზქურიდან იპარავდა შემწვარ ქათამს და თუ მის წართმევას ვცდილობდი, ჩემს წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლაში ერთვებოდა.

როდესაც მელია ბედნიერია, ის ყვირის. ეს ხმა საშინელია: არწივის, ბავშვის და გიჟური სიხარულის ერთად. ზედმეტად ხმაურიანია და გადამეტების გარეშე ვამბობ, რომ შესაძლოა, ყურების ტკივილიც დაგეწყოთ. და რა უნდა გააკეთო ამ დროს? გარეულ ცხოველს ხასიათს ვერ შეუცვლით. უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი ბინადარი ნივთზე მოშარდავს. სამწუხაროდ, გასულ წელს ჩემი საყვარელი გონზო ცისარტყელაზე წავიდა - მელიების დემონი გახდა. მენატრები ჟღალო მაიმუნო".

ასევე იხილეთ:

ეს მელია ვიღაცის ქურქი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ცხოვრებამ სიცოცხლის მეორე შანსი აჩუქა

როგორ გამოხატავს მელია სითბოს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ის გადაარჩინა

ფენეკი - ყველაზე მომხიბლავი მელია დედამიწაზე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?