ბიჭმა მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა, რათა ოთხფეხა მეგობარი გადაერჩინა
ბიჭმა მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა, რათა ოთხფეხა მეგობარი გადაერჩინა
ახალგაზრდა მამაკაცი, რენდი ესტერი და მისი საყვარელი ძაღლი, სახელად "ტვინსი", განუყრელი მეგობრები არიან. ბიჭმა ძაღლი ორი წლის წინ აიყვანა, როდესაც ტვინსი ერთი ციდა ლეკვი იყო. 

ტვინსი ხშირად თამაშობდა პატრონის მეგობრის შვილთან ერთად. გოგონა თავის ბოთლს აგდებდა, რათა ძაღლს დაეჭირა და პატარა ასე ერთობოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ტვინსს გადაგდებული ბოთლი მოჰქონდა, რენდი რეცხავდა მას და ბავშვს უბრუნდება, თუმცა, ერთ დღეს, პატრონისგან შეუმჩნევლად, ძაღლმა ბოთლის თავსახური გადაყლაპა.

ფაქტი არავის შეუმჩნევია, სანამ ტვინსი ცუდად არ გახდა.

Zooclub

ძაღლი აღარ დარბოდა, არც ჭამდა, ის მთელი დღე
პატრონის გვერდით მოწყენილი იწვა. რენდიმ შეამჩნია, რომ ოთხფეხა მეგობარი ცუდად იყო, ხოლო როდესაც  ტვინსის გულისრევა
დაეწყო, პატრონმა ის ვეტერინართან წაიყვანა. თავიდან ექიმმაც ვერ შეძლო ზუსტი დიაგნოზის დასმა.

ვეტერინარულ კლინიკაში ხშირი სიარულის გამო რენდი სამსახურიდან გაუშვეს. დარდიანი პატრონი ფიქრობდა, რომ ოთხფეხა მეგობრის გადარჩენას ვერ შეძლებდა, ეს კი მისთვის ყველაზე საშინელება იქნებოდა, რაც შეიძლება მომხდარიყო.

საბოლოოდ, ექიმმა აღმოაჩინა, რომ ცხოველის ორგანიზმში უცხო სხეული იყო. სასწრაფო ოპერაცია გარდაუვალი გახდა, რისთვისაც პატრონს 4500 დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა, მას ეს თანხა არ ჰქონდა. რენდიმ მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა, რათა ძაღლი გადაერჩინა.

Zooclub

ახალგაზრდა მამაკაცი გეგმავდა მანქანის გაყიდვიდან აღებული თანხა ტვინსის ოპერაციასა და რეაბილიტაციისთვის დაეხარჯა. როდესაც ეს ამბავი რენდის მეგობარმა გაიგო, მას 2000 დოლარი მისცა, თუმცა, ეს ოპერაციისთვის საკმარისი არ იყო.

საბედნიეროდ, მოსიყვარულე პატრონის ემოციური ისტორია საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეიტყო. მოხალისეებმა გადაწყვიტეს რენდისა და ტვინსის დახმარება.

სულ მალე, ცხოველთა მოყვარულმა ადამიანებმა 3 000 დოლარი შეკრიბეს. საჭირო თანხა შეგროვდა, რის შემდეგაც ძაღლს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ამჟამად ტვინსი რეაბილიტაციას გადის. მას გვერდიდან არ შორდება მოსიყვარულე პატრონი. რენდი მადლობელია ადამიანების, რომლებმაც მისი ძაღლი გადაარჩინეს.

Zooclub

"ტვინსი ჩემი საუკეთესო მეგობარია! ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ამისათვის მას მადლობას ვუხდი და ყოველთვის ვიზრუნებ მასზე", - ამბობს ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

ოჯახებმა აიყვანეს ძაღლები, რომლებიც პირველად ნახეს ცხოვრებაში. ისინი დაიბნენ, როდესაც კარი გააღეს!

ბავშვები უზარმაზარ გველს ჯოხებით ებრძვიან და ყოველივე იმიტომ, რომ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გადაარჩინონ

ბავშვი ველოსიპედით შემთხვევით დაეჯახა წიწილას...მან ფრინველი კლინიკაში წაიყვანა და ექიმებს ცრემლიანი თვალებით ეხვეწებოდა გადაერჩინათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?