15 ემოციური ილუსტრაცია ცხოველების მოყვარულთათვის
15 ემოციური ილუსტრაცია ცხოველების მოყვარულთათვის
ცხოველთა მოყვარული მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც გადმოსცემენ იმ ემოციებს, რომლებსაც პატრონები და მათი ბინადრები თანაცხოვრების მანძილზე განიცდიან.

თითოეული ილუსტრაცია სიყვარულითა და სითბოთია გაჯერებული. ნამუშევრები არა მხოლოდ ცხოველთა მოყვარულებში გამოიწვევს ემოციებს, არამედ სითბოთი აავსებს მათ, ვისაც შინაური ბინადარი ჯერ არ ჰყავს და დააფიქრებს ცხოველის აყვანაზე.

შინაური ცხოველები სახლს სიცოცხლით, სიხარულით ავსებენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.

Zooclub

მათ მთელი გულით უყვარხართ და გენდობიან.

Zooclub

შინაურ ცხოველებთან შეგიძლიათ, საათობით ითამაშოთ და ეს იმდენად სახალისოა, რომ არასოდეს დაიღლებით.

Zooclub

ისინი თქვენთან ერთად რთულ პერიოდსაც გადალახავენ.

Zooclub

თქვენ ყოველთვის
გემახსოვრებათ ის დღე, როდესაც მას პირველად შეხვდით.

Zooclub

საყვარელი ბინადარი თქვენთან ერთად ნებისმიერ დროს იქნება.

Zooclub

მას
თქვენს მკერდზე სძინავს ან საწოლში დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ ეს დისკომფორტი თქვენთვის სასიამოვნოა.

Zooclub

არავის აღელვებს თქვენი განწყობა ისე, როგორც თქვენს შინაურ ცხოველს.

Zooclub

ცდილობთ, მას შეუქმნათ საუკეთესო გარემო - საკვები და უსაზღვრო ზრუნვა.

Zooclub

მათ არაფერი სჭირდებათ გარდა თქვენი ყურადღებისა.

Zooclub

ისინი დღე და ღამე თქვენს გვერდით არიან.

Zooclub

თქვენი საყვარელი ბინადარი არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს.

Zooclub

ეს ყველაზე წრფელი სიყვარულია.

Zooclub

რაც არ უნდა მოხდეს, მასზე უკეთესი მეგობარი არასოდეს გეყოლებათ.

Zooclub

და როდესაც საყვარელი ოთხფეხა მეგობარი სამუდამოდ დაგტოვებთ, არასოდეს დაგავიწყდებათ მასთან გატარებული საუკეთესო წუთები.

Zooclub

წყარო: designyoutrust.com

ასევე იხილეთ:

სევდიანი ილუსტრაციები- ჩვენი ძაღლის ცხოვრების ეტაპები, რომელიც ყველა ძაღლის მფლობელს დააფიქრებს

თუ გყავს ძაღლი, მარტოობის არასოდეს შეგეშინდება! ეს ილუსტრაციებიც ამის დასტურია

ილუსტრატორი ცხოველებს ადამიანების გარეგნობით ხატავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?