სევდიანი ძაღლის საიდუმლო, რომელიც სიყვარულის დღეს სანაპიროზე ბუშტით მარტო სეირნობდა
სევდიანი ძაღლის საიდუმლო, რომელიც სიყვარულის დღეს სანაპიროზე ბუშტით მარტო სეირნობდა
ვალენტინობის დღეს, ქალაქ სუონსში, ლენგლენდის (დიდი ბრიტანეთი) ყურეს დამსვენებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: ძაღლი საბელით, რომელზეც მიმაგრებული იყო გულის ფორმის ბუშტი, სანაპიროზე მარტო დადიოდა. ოთხფეხა არსება თითქოს შეყვარებულს ელოდებოდა ან უარესი - პატრონს დაეკარგა.

თვითმხილველები სევდიან ძაღლს ფოტოებს უღებდნენ.

"სანაპიროზე შევამჩნიეთ ძაღლი ბუშტით. ის ძალიან მოწყენილად გამოიყურებოდა და მას ფოტოები გადავუღე. იქ სხვა ძაღლებიც იყვნენ, რომლებიც პატრონებთან ერთად სეირნობდნენ. ის ძაღლებისკენ მირბოდა, თითქოს მათთან თამაშს ცდილობდა, თუმცა, "ოთხფეხა ვალენტინს" ყველა გაურბოდა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ის მარტო იყო. ეს დისნეის ფილმს ჰგავდა, სადაც
მარტოხელა პრინცი თავისი პრინცესას პოვნას ცდილობს", - ამბობს ქალი, რომელიც წმინდა ვალენტინის დღეს ზღვის ნაპირას სეირნობდა.

Zooclub

ძაღლზე მიბმულ ბუშტს შემდეგი წარწერა ჰქონდა - "მე შენ მიყვარხარ."

ცხოველი სანაპიროზე მარტო სეირნობდა, თუმცა, პატრონი მალე მოიძებნა.

Zooclub

ინგლისური პოინტერის ჯიშის ძაღლი, სახელად გორდონი, მოწყენილი სრულებით არ ყოფილა, უბრალოდ მას მიბმული ბუშტი ხელს უშლიდა და არ მოსწონდა.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ ძაღლს ადგილობრივები კარგად იცნობენ.

Zooclub

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გორდონი თურქეთში დაიბადა. მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თავშესაფარში გაატარა, ტანჯვასა და მარტოობაში, მაგრამ საბოლოოდ გაუმართლა, როდესაც უელსების ოჯახმა ის აიყვანა. ამჟამად გორდონი, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, მზრუნველ და მოსიყვარულე პატრონებთან ცხოვრობს. გარშემომყოფები ცდილობენ, მას სიცოცხლის ბოლო თვეები გაულამაზონ.

წყარო: mirror.co.uk

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?
"

ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა

საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?