ღორი ქალაქის ბინაში შინაური ცხოველივით ცხოვრობს (სახალისო ფოტოები)
ღორი ქალაქის ბინაში შინაური ცხოველივით ცხოვრობს (სახალისო ფოტოები)
გაიცანით ჰენკი - ამერიკული მინი-პიგი, რომელმაც თავისი საყვარელი ქცევებით ახალი ორლეანის მცხოვრებლებს (აშშ) თავი შეაყვარა.

ჰენკი წლინახევრის გოჭია და მის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც ეხუტებიან. შინაურ ცხოველს პატრონები გემრიელი საკვებითა და გოჭის ფორმის სათამაშოებით ანებივრებენ.

Zooclub

მინი პიგი, ჩვეულებრივ, ქალაქის ბინაში უილ და ეშლი გლასებთან ერთად ცხოვრობს. პატრონების თქმით, ჰენკს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და პარკში სეირნობა ძალიან უყვარს.

ასევე, გოჭს აქვს ორი გატაცება: ძილი და ჭამა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ოჯახი ცდილობს, ჰეკმა დაიცვას დიეტა და  ბევრი ითამაშოს, რათა ის მოძრავი იყოს და
წონაში ზედმეტად არ მოიმატოს.

Zooclub

როდესაც პატრონს გოჭი სასეირნოდ მიჰყავს, გამვლელებს მისი გაცნობა და მასთან თამაში
ხშირად სურთ. როგორც უილი აღნიშნავს, ცხოველს სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

Zooclub

"მინი პიგი ძალიან ჰგავს ძაღლს. მას შეგიძლიათ მარტივად ასწავლოთ სხვადასხვა ბრძანება. გარდა ამისა, მოსწონს სეირნობა და ადამიანების გარემოცვაში ყოფნა", - ამბობს ეშლი.

ამასთანავე, ამ ცხოველებს საოცრად ჭირვეული ხასიათი აქვთ და პატრონზე მანიპულირებას ცდილობენ.

წყვილმა საყვარელ ბინადარს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც გაუკეთა, სადაც ჰენკს 500 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ტაივანელი სტუდენტი გიჟდება თავის "შინაურ ბინადარზე" - გიგანტურ სკოლოპენდრაზე

მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა

"მინი-პიგი ვიყიდე, მაგრამ 3 წელიწადში ის ასი კილო ღორი გახდა..."
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?