როდესაც უცნობმა ავადმყოფი ბავშვის ამბავი შეიტყო, 3700 კმ-ზე მეტი გაიარა, რათა პატარა თავის ძაღლთან შეეხვედრებინა
როდესაც უცნობმა ავადმყოფი ბავშვის ამბავი შეიტყო, 3700 კმ-ზე მეტი გაიარა, რათა პატარა თავის ძაღლთან შეეხვედრებინა
8 წლის ბიჭის, პერინ მილერის ისტორიამ ათასობით ადამიანი ააღელვა. 2018 წელს, ის და მისი ოჯახი ფლორიდის ქარიშხლისგან დაზარალდნენ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, ძაღლთან- ფრენკისთან ერთად, სხვა სახლში გადასულიყვნენ. სულ მალე პერინი დასასვენებლად იუტაში გაემგზავრა და უეცრად თავი ცუდად იგრძნო... მშობლები ვერც კი ხვდებოდნენ, თუ რა საშინელი შედეგი მოჰყვებოდა ამას.

ბავშვს თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, ამიტომ მშობლები იძულებულნი გახდნენ, ექიმისთვის მიემართათ. კვლევისას, ბიჭს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოჯახმა ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნება გადაიფიქრა და მკურნალობის კურსის გასავლელად იუტაში დარჩა. ბავშვს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ხოლო
შემდეგ რამდენიმე ქიმიოთერაპიაც დასჭირდა.

ამ დროის განმავლობაში პერინს ძალიან მოენატრა თავისი ძაღლი ფრენკი, რომელიც ჩრდილოეთ
კაროლინაში ოჯახმა დროებით ახლობლებს დაუტოვა, თუმცა, ბედმა პატარას საჩუქარი გაუკეთა.

Zooclub

პერინის ისტორია ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა და ათასობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია. როდესაც ბიჭის შესახებ შეიტყო ბობ რეინოლდსმა, რომელიც ოდესღაც მძღოლად მუშაობდა, გადაწყვიტა, 8 წლის ბავშვი გაეხარებინა.

Zooclub

მამაკაცი გაემგზავრა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ფრენკი იმყოფებოდა და მათ ძაღლის წაყვანის ნებართვა სთხოვა. ისინი დათანხმდნენ, რადგან იცოდნენ, რომ  მძღოლი კეთილ საქმეს აკეთებდა. ბობმა ძაღლი თავის სატვირთოში ჩასვა და გაუდგა გრძელ გზას, რომელიც 3700 კილომეტრს მოიცავდა.

Zooclub

როდესაც პერნიმ თავისი ძაღლი დაინახა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის ეხუტებოდა ოთხფეხა მეგობარს და უბედნიერესი იყო.

Zooclub

"ფრენკი ძალიან მიყვარს, ის საოცრად მხიარული ძაღლია", - ამბობს პერინი.

Zooclub

მშობლები სიხარულის ცრემლებით აკვირდებოდნენ შვილის რეაქციას, ხოლო ბობი ბედნიერი იყო, რომ პატარა პაციენტის დახმარება მცირედით შეძლო და მისი დღე გაახალისა.

ასევე იხილეთ:

ექიმებმა ვიდეოზე გადაიღეს ძაღლი, რომელიც გონებადაკარგულ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა

როდესაც აგრესიული კატა ალერსიან ცხოველად გადაიქცა, პატრონი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა

"ყოველთვის მემახსოვრები!" ძაღლი 33 წლის მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?