ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა უიშვიათესი თეთრი ირმის ნაშიერი ტყეში შემთხვევით დაინახა
ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა  უიშვიათესი თეთრი ირმის ნაშიერი ტყეში შემთხვევით დაინახა
ფოტო ხელოვანს - მადსუ ნორდენს, საშუალება მიეცა, შეხვედროდა უიშვიათეს თეთრ ირმის ნუკრს იმ დროს, როცა მეგობრებთან ერთად ტყეში სასეირნოდ იმყოფებოდა.
"მთებზე ვსეირნობდი და გადასაღებად ლამაზ ადგილებს ვეძებდი, როდესაც საოცარი არსება შევნიშნე", - ამბობს 24 წლის ოსლოს მცხოვრები. რთული იყო ირმის ნუკრის შემჩნევა ჩრდილოეთ ნორვეგიის თოვლის ფონზე, მაგრამ ცნობისმოყვარე ცხოველი მადსუს თავად მიუახლოვდა.

საამის ფოლკლორის მიხედვით, თეთრ ირემთან შეხვედრა წარმატების ნიშნად ითვლება.

ცნობისმოყვარე ცხოველი ადამიანებს მიუახლოვდა, ხოლო დედა ირემი ტყეში დარჩა.

Zooclub

თეთრი ირმები ალბინოს ცხოველებად არ ითვლებიან.
მათ აქვთ უიშვიათესი გენეტიკური მუტაცია - მათ ბეწვს პიგმენტი საერთოდ არ გააჩნია.

მკვიდრი საამები, რომლებიც ცხოვრობენ ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის
ტერიტორიაზე, მიიჩნევენ, რომ თეთრი ჩრდილოეთის ირემი წარმატების ნიშანია.

Zooclub

ეს პატარა ნუკრი რამდენიმე თვის იქნება, რადგან ჩრდილოეთის ირემი მხოლოდ მაისში მრავლდება.

"ის მომიახლოვდა და ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

რამდენიმე წუთის შემდეგ დედა ირემი ტყიდან გამოვიდა, ნუკრი ცოტა ხანს მადსუსთან დარჩა, ხოლო შემდეგ დედასთან გაიქცა.

"ეს იყო საოცარი წუთები", - ამბობს ფოტოგრაფი.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

ირემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა

დაობლებული ირმის ნაშიერი ყოველ დილით საძოვარზე აკითხავს ცხენს, რომელიც დედა ჰგონია


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?