"საოცარი მაიკი": მამალმა თავის გარეშე 18 თვე იცოცხლა
"საოცარი მაიკი": მამალმა თავის გარეშე 18 თვე იცოცხლა
შესაძლოა, ბევრისთვის უცნობი იყოს ისტორია "საოცარი მაიკის" შესახებ. მან თავის გარეშე 18 თვე იცოცხლა: ეს ამბავი გასული საუკუნის შუა პერიოდში მოხდა და არაერთი ადამიანისთვის, მათ შორის სპეციალისტებისთვის, ნამდვილ სასწაულად იქცა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფერმერმა ლოიდ ოლსენმა თავის მამალს თავი მოაჭრა, თუმცა, შეამჩნია, რომ ფრინველი სიკვდილს არ აპირებდა.


ისევე როგორც 70 წლის წინ, ეს ისტორია დღესაც ფანტასტიკა გვგონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უთავო მამლის ფენომენით სპეციალისტები დაინტერესდნენ, ყველაფერს ნათელი მოეფინა.

Zooclub

როგორც ყოველთვის, მთავარი მოქმედი ძალა, ამ შემთხვევაშიც, ფული გახდა - როდესაც ფერმერმა
გააცნობიერა, თუ რა ჯადოსნური ძალის მფლობელი გახდა, მან დაგეგმა ტურნეები მაიკლთან ერთად და თანხის გამომუშავება
დაიწყო. პატრონს საოცარი მაიკი ცირკის არენაზე მხოლოდ გაჰყავდა და ამით დიდ ფულს შოულობდა.

Zooclub

უთავო მამლის სანაცვლოდ ფერმერს 10 000 დოლარს სთავაზობდნენ, რაც მე-20 საუკუნის შუა ხანაში საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თუმცა, ფრინველის პატრონს უჩვეულო ბინადრის გაყიდვა არ უფიქრია.

უდავოა, არაერთ ადამიანს სურდა გაემეორებინა ეს ფენომენი, რასაც იმ პერიოდში, უამრავი მამალი შეეწირა, თუმცა, უშედეგოდ.

ადამიანების უმეტესობა სპეციალისტებისგან ამ საიდუმლოს ამოხსნას ითხოვდნენ. ვეტერინარები კი ამბობდნენ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო და ამის ახსნა არ შეეძლოთ, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვა: როდესაც ფერმერმა ქათამს თავი მოაჭრა, ის მცირედით შეცდა და ტვინის ძირითადი ნაწილი, ამას დამატებული მთავარი არტერია, არ დაზიანებულა.

Zooclub

ერთის მხრივ, ადამიანები ხედავდნენ უთავო ფრინველს, რომელმაც შეინარჩუნა არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ რეფლექსებიც - მას შეეძლო სიარული, ძილი, იკვებებოდა და ხმას გამოსცემდა, თუმცა, სრულყოფილად არაფერი გამოსდიოდა. ეს გახდა წარმოუდგენელი სიახლე, რომელმაც ყველა დააინტერესა, ხოლო ფერმერს დიდი თანხა აშოვნინა.

Zooclub

იმისათვის, რომ მაიკი არ მომკვდარიყო, პატრონი მას რძისა და სიმინდის ნარევით კვებავდა. ასევე, ზრუნავდა და მაქსიმალურად უვლიდა ძირითადი შემოსავლის წყაროს. მამაკაცი თვლიდა, რომ ვალდებული იყო ფრინველისთვის მზრუნველობა გაეწია, რადგან მაიკის წყალობით, მან თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა იმის მაგივრად, რომ ბინძურ ფერმაში ემუშავა.

Zooclub

მამლისთვის სულერთი იყო - საოცარი დამთხვევის წყალობით, მისი ტკივილის რეცეპტორები და თვალები მოჭრილ თავთან დარჩა.  შედეგად კი, გაოცებული მაყურებლის წინაშე "ზომბი-მამალი" დადიოდა.

Zooclub

არაფერი გრძელდება სამუდამოდ - თავის მოჭრიდან 18 თვის შემდეგ მაიკლი მოკვდა. უთავო ფრინველის ოფიციალური სიკვდილის მიზეზად ძილში გაგუდვა დასახელდა.

ასევე იხილეთ:

მეცნიერების დასკვნა- ქათამი ფრინველი არ არის, ის დინოზავრია
ლია
რა სიბოროტეა.
ჩვენი სამშობლო ბოლო 28 წლის მანძილზე მაგ მაიკისგან რითი განსხვავდება?
კო-კო-კო!
((((((((
საწყალი ქათამი ;((
18 თვე რა გასაკვირია . . .
. . . 25 წელი ეგრე არ დავბლაყუნობთ ???
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?