თბილისის ერთ-ერთ ზოო მაღაზიაში, ცხოველთა მოყვარულებმა ვარდისფრად შეღებილი კატა აღმოაჩინეს
თბილისის ერთ-ერთ ზოო მაღაზიაში, ცხოველთა მოყვარულებმა ვარდისფრად შეღებილი კატა აღმოაჩინეს
რამდენიმე დღის წინ, ცხოველთა მოყვარულების ჯგუფში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ვარდისფრად შეღებილი კნუტი პატარა გალიაში მოწყენილი იჯდა. ფოტოებმა არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია.

თვითმხილველის თქმით, კნუტი ერთ-ერთ ზოომაღაზიაში იყიდებოდა და ის საშინლად დასტრესილი იყო.

ცხოველთა მოყვარული ანასტასია კუჭავა მომდევნო დღესვე წავიდა კნუტის წამოსაყვანად. მან გამყიდველისგან შეიტყო, რომ კნუტი 1 თვის ასაკში, როგორც ანგორას ჯიში, ისე გაუყიდიათ, თუმცა, მას შემდეგ 5 თვე გავიდა და სულ რამდენიმე დღის წინ ცხოველი, ვარდისფრად შეღებილი, კვლავ მაღაზიაში დააბრუნეს.

ანასტასიამ გასაცოდავებული ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა. აღმოჩნდა, რომ პატარა არსება
ე.წ. ტონიკის საღებავით იყო შეღებილი და კანი საშინლად გაღიზიანებული ჰქონდა, სავარაუდოდ პატრონმა, რომელმაც იყიდა, პატარა
არსება ვარდისფრად შეღება.

Zooclub

ანასტასიას თქმით, ცხოველი სრულიად ჯანმრთელი, თუმცა, ძალიან დასტრესილია.

Zooclub

საბედნიეროდ, მისი სევდიანი ისტორია სწრაფად დასრულდა - 6 თვის "ვარდისფერი კნუტი" კეთილმა ადამიანმა ბელა კუჭავამ აიყვანა. მის სახლში არაერთი გადარჩენილი შინაური ბინადარი ცხოვრობს.

Zooclub

"აღფრთოვანებული დავრჩი, იმდენი ცხოველი ჰყავს ამ ადამიანს და ეს ფისოც არ გაიმეტა და იშვილა. ისეთი სიყვარულით უვლის თავის შინაურ ბინადრებს, ვერ აგიწერთ, ასევე ქუჩის ცხოველებს..."- წერს ანასტასია ცხოველთა მოყვარულების გვერდზე და ამასთანავე, გადარჩენილი კნუტის ფოტოებს ავრცელებს.

დღეიდან კი ვარდისფერი ფუმფულა არსება  მოსიყვარულე ოჯახში სხვა ცხოველებთან ერთად ბედნიერი იცხოვრებს და ყოველივე იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც დაუცველ არსებებზე უანგაროდ ზრუნავენ.

ასევე იხილეთ:

ვარდისფერი კნუტი, რომელსაც სევდისმომგვრელი ისტორია აქვს

საქართველოში ბაჭიებს არც ერთი სტრუქტურა არ პატრონობს, ანუ - როცა "არც მიწისა ხარ არც ცისა"

ლეკვი წითლად შეღებეს და 150 ევროდ, როგორც სათამაშო, გაყიდეს
ალეკო
უნდა დსააჯარიმო კარგად ის სადისტი ვინც შერება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?