ნადირობის სეზონის დასრულების შემდეგ მონადირეების მიერ მიტოვებული ძაღლები (24 ფოტო)
ნადირობის სეზონის დასრულების შემდეგ მონადირეების მიერ მიტოვებული ძაღლები (24 ფოტო)
"ფოტოხელოვნებას იმისათვის დავეუფლე, რომ ნადირობის შემდგომ მიტოვებულ მონადირე ძაღლებს დავხმარებოდი, რათა მზრუნველი ოჯახები ეპოვათ", - ამბობს ამერიკელი ფოტოგრაფი ტრევის პატენაუდი (Travis Patenaude).

ესპანური მწევარი ანუ გალგო ყველაზე საცოდავ ძაღლის ჯიშად ითვლება. ესპანეთში გალგოს კურდღლებზე ნადირობისთვის იყენებენ.

ეს ძაღლები, ძირითად შემთხვევებში, თავის ცხოვრებას პატარა, ბინძურ, ბნელ სარდაფებში ატარებენ. ისინი დღის შუქს მხოლოდ ნადირობის სეზონის პერიოდში ხედავენ. ყოველ წელს 50 000-დან 10 000-ს გალგოს კლავენ ან უპატრონოდ ტყეში ტოვებენ ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე - ამ დროს ისინი თავიანთ პატრონებს აღარ სჭირდებათ.

მომშენებლები ცდილობენ გამოიყვანონ ყველაზე სწრაფი მწევარი
კურდღელზე სანადიროდ, სხვა ნებისმიერი პატარა ნაკლის შემთხვევაშიც კი, გალგოს ლეკვებს ნაგავში ყრიან.

"2012 წლის 21
ოქტომბერს ესპანური მწევრის ჯიშის ძაღლი, ლინა, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ის ანგელოზივით მოგვევლინა და რამდენიმე დღეში ოჯახის ყველა წევრს თავი შეაყვარა.

მას შემდეგ, რაც ლინა ჩვენთან ცხოვრობს, სოციალურ ქსელში შევქმენი ჯგუფი, რათა მიტოვებულ მონადირე ძაღლებს დავხმარებოდი.

მე არასოდეს ვყოფილვარ ესპანეთში, იქ არავის ვიცნობდი და ესპანურიც არ ვიცოდი, თუმცა, მოტივირებული ვიყავი, ამ ძაღლებს დავხმარებოდი.

2014 წლის აგვისტოში პირველად წავედი ესპანეთში და დავიწყე იმ ძაღლების ფოტოებზე აღბეჭდვა, რომლებიც მონადირეებმა მიატროვეს, ხოლო შემდეგ თავშესაფრებში მოხვდნენ. ფოტოებს ჩემ მიერ შექმნილ ჯგუფში ვათავსებ. საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა მზრუნველი ოჯახი იპოვა.

მას შემდეგ ამ საქმით ვარ დაკავებული..."- ამბობს ამერიკელი ფოტოგრაფი.

იხილეთ შთამბეჭდავი ფოტო-კრებული, რომლის წყალობითაც ამ ძაღლების უმეტესობა მზრუნველ ოჯახებში დაბინავდნენ.

წყარო: boredpanda
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?