"შეიძლება, სახლში წამოვიყვანო?" - ქმარმა ცოლს ფოტო გაუგზავნა
"შეიძლება, სახლში წამოვიყვანო?" - ქმარმა ცოლს ფოტო გაუგზავნა
არც ისე იშვიათად ხდება, როდესაც მეუღლე თავისი მეორე ნახევრის დარწმუნებას სხვადასხვა საკითხში ამაოდ ცდილობს. წყვილის აზრი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ უარის თქმა შეუძლებელია.

მამაკაცმა ავტოსადგომზე შეამჩნია ერთი ციდა კნუტი, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, ცოლს გაუგზავნა ფოტო, ერთადერთი კითხვით: "შეიძლება, სახლში წამოვიყვანო?"

ქალმა აღიარა, რომ ფოტოს შემხედვარე, ქმარს "არას" ვერ მისწერდა.

Zooclub

დედა კატა ავტოსადგომიდან სადღაც გაუჩინარდა და პატარა არსება, უამრავ ავტომობილს შორის, შეშინებული სატვირთოს ქვეშ ძელს ეკვროდა. ქალის თანხმობის შემდეგ მამაკაცმა პატარა არსება სახლში წაიყვანა.

დაბანილი და დაპურებული
საცოდავი კნუტი ბედნიერ ცხოველად გადაიქცა.

Zooclub

ვეტერინარის შემოწმების შემდეგ, ის 4-5 კვირის ჯანმრთელი კნუტი აღმოჩნდა. მას ძალიან
გაუმართლა, რომ სერიოზული ტრავმები არ მიიღო.

Zooclub

ოჯახის ახალ წევრს აქსელი დაარქვეს. ის მალევე დაუმეგობრდა ხნიერ კატას და ძაღლს, რომლებიც იმავე სახლის ბინადრები იყვნენ.

აქსელს ახსოვს ის სიკეთე, რაც მისთვის წყვილმა გააკეთა და ყოველთვის ცდილობს, ოჯახის წევრებს სითბო და სიყვარული გაუზიაროს.

Zooclub

არასოდეს ჩაუაროთ გულგრილად გასაჭირში მყოფ არსებას, სიკეთე ყოველთვის დაგიბრუნდებათ.

ასევე იხილეთ:

ამ ბიჭმა მხოლოდ საკვები დაუყარა უპატრონო კნუტს

მამაკაცმა წყალდიდობის დროს გადაარჩინა უსუსური კნუტი, რომელიც შეშინებული კედელს ეკვროდა

"მის გამო ქმარი მივატოვე და ამას არ ვნანობ..."

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?