დედა ორანგუტანგი თავის ნაშიერს ნაზად ეხუტება (+ვიდეო)
რა შეიძლება იყოს იმაზე ძლიერი გრძნობა, რაც დედობრივი სიყვარულია? ეს ყველაზე გულწრფელი და ნაზი გრძნობაა ამ ქვეყანაზე.

დედები ყოველთვის სიფრთხილითა და მზრუნველობით გამოირჩევიან თავიანთი პატარების მიმართ - ეს ეხება ცხოველებსაც.

დააკვირდით ამ საოცარ წყვილს. მდედრი ორანგუტანგი ნაზად ეხუტება თავის ახალშობილ შვილს.

დედა პრიმატი სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ გარემოს სიფრთხილითა და ყურადღებით ათვალიერებს, რათა მის შვილს საფრთხე არ შეექმნას.

ახალგაზრდა დედას სუროს ეძახიან. მას 11 წლის ასაკში შეეძინა შვილი, სახელად სენია. ისინი სუმატრას ნაციონალურ პარკში ცხოვრობენ.

საოცარი წუთები მომვლელებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. იგრძნობა, რომ
დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირია.

Zooclub

პროექტ "ორანგუტანგის" ჯგუფი პრიმატების ბრაკონიერებისგან დაცვითაა დაკავებული. გარდა ამისა,
ისინი ადგილობრივ დაობლებულ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ორანგუტანგი საკმაოდ ძლიერი პრიმატია და ყოველთვის მზადაა, საკუთარი ნაშიერი დაიცვას, ბრაკონიერებთან მაინც უძლურია.

მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება განუყრელი. მაგალითად, როგორც სურო და სენიაა.

Zooclub

ბოლო წლებში, ორანგუტანგიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში მოხვდა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების წყალობით, ამ წყვილს არ მოუწევს განშორება. ყოველი შემთხვევისთვის, მომავალი 6 წელი.  6-7 წლის ასაკში სენია გაიზრდება და თავად  დაშორდება დედას.

ორივე პრიმატი ცხოველთა დამცველების დაკვირვების ქვეშ არიან, ამიტომ ამ ეტაპზე მათ ბრაკონიერებისგან საფრთხე არ ემუქრებათ.

წყარო: thedodo

ასევე იხილეთ:

გორილა მომვლელს ეხუტება და ცდილობს წვიმისგან დაიცვას

დედები და შვილები ცხოველთა სამეფოში

პანდა 2 თვის შვილზე მზრუნველობს და გულში იხუტებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?