შპიცმა, რომელსაც დათვს ამსგავსებენ, ადამიანების მხრიდან ღალატი ლეკვობაში განიცადა
შპიცმა, რომელსაც დათვს ამსგავსებენ, ადამიანების მხრიდან ღალატი ლეკვობაში განიცადა
ძაღლი შეიძლება გახდეს ადამიანის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ადამიანების მხრიდან ხშირია მათ მიმართ ღალატი. არსებობენ პატრონები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან უდანაშაულო ცხოველს.

პომერანულმა შპიცმა, ბერტამ, ადამიანების მხრიდან ღალატი ლეკვობაშივე განიცადა. ის მომშენებლება გადააგდეს, რადგან გასაყიდად ამ ჯიშის სტანდარტებს ზომით აღემატებოდა. საბედნიეროდ, ის ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა, ქეით გრეისონმა, აიყვანა. გოგონა იხსენებს, რომ პატარა ლეკვის სევდიანმა თვალებმა ყურადღება მიიქცია.

ქეითს ნიუ-იორკში საკუთარი სამხატვრო გალერეა აქვს. მხოლოდ მას არ შეუმჩნევია, რომ ბერტა განსაკუთრებული ძაღლია. ცხოველი ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია - ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 93 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

Zooclub

თავისუფალ
დროს, ძაღლი
თავისი პატრონის მუზეუმში "ხელოვნებათმცოდნედ" მუშაობს.

Zooclub

"მიხარია, როდესაც ადამიანები გალერეაში ბერტას სანახავად მოდიან და თავისი ძაღლები მოჰყავთ. გალერეა ყველასთვის ღიაა, ასე რომ, მობრძანდით და მოეფერეთ ფუმფულა ცხოველს", - ამბობს მხატვარი.

მომშენებლებმა ბერტა 5 თვის ასაკში თავშესაფარში ჩააბარეს.

Zooclub

მიზეზი - ძაღლი თავის ჯიშთან შედარებით არასტანდარტულია.

კეიტმა შპიცი ცხოველთა თავშესაფრის გვერდზე შემთხვევით აღმოაჩინა და წაიყვანა ნიუ-იორკში, სადაც მას საკუთარი გალერეა აქვს.

Zooclub

მას შემდეგ ბერტამ ადამიანების ნდობა ისწავლა და ცხოვრებას ბედნიერი,  მზრუნველ პატრონთან ერთად, განაგრძობს.

ასევე იხილეთ:


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?