"თუ ამას კითხულობთ, მე ჩემი ბრძოლა წავაგე!" მომაკვდავი ქალი, თავისი პატარა ძაღლის მომავალზე დარდობდა
"თუ ამას კითხულობთ, მე ჩემი ბრძოლა წავაგე!"  მომაკვდავი ქალი, თავისი პატარა ძაღლის მომავალზე დარდობდა
როდესაც ცხოვრების გზა სრულდება, ადამიანების უმეტესობა ფიქრს ოჯახის წევრებზე იწყებს. მათ აინტერესებთ, როგორ გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას. ამერიკელ ქალს - ქრისტელ ქრიფსის არავინ ჰყავდა გარდა პატარა ძაღლისა, სახელად შელი.

როდესაც 46 წლის პატრონი მიხვდა, რომ ამ ცხოვრებიდან მალე წავიდოდა, გადაწყვიტა, საყვარელი ძაღლისთვის პატრონი მოეძებნა.

ცხოველთა თავშესაფრის St Louis animal rescue shelter-ის მომვლელები არაერთხელ ყოფილან ცხოველების მიმართ სისასტიკის მომსწრენი, ამიტომ შავკანიანი ქალის თავშესაფარში გამოჩენა, რომელსაც ხელში პატარა ძაღლი და წერილი ეჭირა, მათ მშვიდად მიიღეს. "მორიგი უპასუხისმგებლო პატრონი!"- გაიფიქრეს თავშესაფრის თანამშრომლებმა და შელი თავიანთ დიდ ოჯახში უსიტყვოდ მიიღეს.

Zooclub

თუმცა, როცა წერილი წაიკითხეს, ცრემლს ვერ იკავებდნენ... ნათელი გახდა, რომ ძაღლი პატრონს არ მიუტოვებია -
პირიქით, ქალი წერდა, რომ ცხოველისთვის მზრუნველი პატრონი მოეძებნათ.

"თუ ამ წერილს კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ მე კიბოსთან ბრძოლა წავაგე!"- ეწერა ფურცელზე, ხოლო შემდეგ გრძელდებოდა ტექსტი, რომელსაც თავშესაფრის თანამშრომელი ემოციის გარეშე ვერ კითხულობდა.

Zooclub

როგორც გაირკვა, ქრისტელმა ძაღლი მას შემდეგ აიყვანა, რაც დედამისი მძიმე სენით დაავადდა: რამდენიმე წლის წინ ქალმა შინაური ცხოველი აიყვანა, თუმცა, უეცრად ინსულტი დაემართა, შემდეგ კი ალცჰაიმერის დიაგნოზით დაავადდა. ის ხვდებოდა, რომ შელიზე ზრუნვას ვერ გააგრძელებდა, ამიტომ ძაღლი თავის შვილს აჩუქა.

Zooclub

წერილის ავტორის თქმით, ის იყო ძალიან კეთილი და სასაცილო ძაღლი, რომელსაც ჩახუტება უყვარდა. ამასთანავე, შელის ნდობის მოპოვება რთული იყო, მაგრამ თუ ის ადამიანს შეიყვარებდა, ძაღლი მხიარული, მოსიყვარულე და მიმნდობი ხდებოდა.

"ეს დღეები რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, ამ ძაღლის ბედია. ეს "გოგო" საკუთარი შვილივით მიყვარს!"- ეწერა ქრისტელის გამოსამშვიდობებელ წერილში.

მომდევნო დღეს, ონკოლოგიურად დაავადებული ქალის ბინაში მეხანძრეები მივიდნენ. ისინი მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს შელის პატრონის გვამი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო ხანძარი ნასროლმა ტყვიამ გამოიწვია.

Zooclub

ქრისტელის დაავადების შესახებ მისმა მეგობარმა ისაუბრა: როგორც გაირკვა, რამდენიმე წლის წინ ქალმა შეძლო და სიმსივნე დაამარცხა, თუმცა, დაავადება კვლავ დაბრუნდა და ამ შემთხვევაში ექიმებმა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ქალმა მტანჯველ სიკვდილს თვითმკვლელობა არჩია, თუმცა, წინა დღეს საყვარელი ძაღლის ბედზე იზრუნა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ქრისტენის მიერ დაწერილი წერილი, სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რამაც ცხოველთა მოყვარულებისა და არა მხოლოდ მათი აღშფოთება გამოიწვია. პატარა შელის აყვანის არაერთი მსურველი გამოჩნდა.

Zooclub

საბედნიეროდ, თავშესაფრის მოხალისეებმა სწრაფად იპოვეს ისეთი ოჯახი, რომელიც შელის მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებდა. ქრისტელი ბედნიერი იქნებოდა, რადგან მისი უკანასკნელი სურვილი შესრულდა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

უსახლკარო მამაკაცს საერთო საცხოვრებელში შინაური ცხოველების მიყვანა აუკრძალეს, შედეგად მან თავი მოიკლა

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

კატა გარდაცვლილ პატრონს "სმარტფონში" უყურებს, მისი რეაქცია ცრემლის მომგვრელია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?