მანქანებით გადატვირთულ გზაზე დაბნეულ ძაღლს ყველა გვერდს უვლიდა... მხოლოდ ავტობუსის მძღოლმა გააჩერა მგზავრებით სავსე ტრანსპორტი
უპატრონო ძაღლები ზოგჯერ გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. მაგალითად, ეს შავი ძაღლი რიო დე ჟანეიროში, მანქანებით გადატვირთულ გზაზე აღმოჩნდა. საიდან მოხვდა ცხოველი ტრასაზე, უცნობია, თუმცა, მისი გადარჩენის კადრები თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო.

ცხოველი დათრგუნული უყურებდა სწრაფად მომავალ მანქანებს და დაბნეული, ადგილიდან ვერ იძვროდა. ის გამყოფ კუნძულზე შეშინებული იჯდა და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ უნდა გადაეკვეთა გზა. ნებისმიერ დროს შესაძლოა გამოუსწორებელი შემთხვევა მომხდარიყო.

სამწუხაროდ, ძაღლის დასახმარებლად არც ერთი მძღოლი არ გაჩერდა, მხოლოდ მგზავრებით სავსე ავტობუსის მძღოლმა გამოიჩინა გულისხმიერება.

მძღოლი შეჩერდა გზაზე, ჩართო ავარიული შუქები და
ცხოველი ავტობუსში აიყვანა, რათა უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ბრწყინავს მადლიერი ძაღლის
თვალები.

რაც მთავარია, მგზავრები შეყოვნებით არ გაღიზიანებულან. ავტობუსის შეჩერებისას, არც ერთ ადამიანს არ გამოუთქვამს პრეტენზია. მეტიც, მძღოლს ყველა მათგანმა მადლობა გადაუხადა.

ვინ იცის, რითი დასრულდებოდა ეს ისტორია, რომ არა კეთილი ადამიანი.

ასევე იხილეთ:

საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა

მძღოლმა ტრამვაის დაძვრაზე უარი განაცხადა, რადგან ვაგონის ქვეშ კატა შეძვრა

მძღოლის რეაქცია უპატრონო ძაღლზე, რომელმაც სიცივის დროს ავტობუსს თავი შეაფარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?