პენსიაზე გასული პოლიციელი ძაღლი კატას დაუმეგობრდა და თავშესაფარი ერთად იპოვეს
პენსიაზე გასული პოლიციელი ძაღლი კატას დაუმეგობრდა და თავშესაფარი ერთად იპოვეს
ძაღლი ტომი და კატა ტოჰა - ხშირი შემთხვევა არაა, როდესაც ზრდასრულ ასაკში განსხვავებული ცხოველები ერთმანეთს უმეგობრდებიან. სამი წელია, ხნიერი გერმანული ნაგაზი სასეირნოდ არასოდეს გადის საუკეთესო მეგობრის ტოჰას გარეშე. კატა უფროს მეგობარს ყველგან თან დაჰყვება, ზოგჯერ კი გერმანული ნაგაზის დიდ ბეწვში მოკალათდება და თბება.

ტოჰა ძაღლის მიმართ ყოველთვის გამოხატავს სითბოს და თავის სიყვარულს ალერსით გადმოსცემს.Zooclub

ცხოველებმა თავშესაფარი პეჩორის გარეუბანში, ფაინა აგაფანცევასთან რამდენიმე წლის წინ იპოვეს. პატრონის თქმით, გერმანული ნაგაზი პოლიციის რიგებში მსახურობდა, ხოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ, ძაღლი მისმა შვილმა წამოიყვანა. თავიდან ტომისთვის რთული
იყო რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ცხოვრება, თუმცა, ნელ-ნელა შეეჩვია. 

მას შემდეგ ფაინასთვის წარმოუდგენელია ცხოვრება თავისი ფუმფულა მეგობრების
გარეშე.

"ჩვენ ყოველდღე ტყეში ერთად ვსეირნობთ, მდინარეზე საბანაოდაც დავდივართ. ვფიქრობ, ის მიხვდა, რომ არასოდეს ვუღალატებ.  ამბობენ, რომ ძაღლები პატრონის შინაგან მდგომარეობას გრძნობენ", - ამბობს ფაინა.

Zooclub

ტყეში სეირნობა ფუმფულა მეგობრების ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.

Zooclub

მიუხედავად თბილი გარემოსი, ტომს ძველი სამსახურის საქმიანობიდან ზოგიერთი თვისება მაინც შემორჩა. მაგალითად, ძაღლი ვერ იტანს ალკოჰოლის სუნს და საშიშროებას წამიერად აღიქვამს. თუ ჩათვალა, რომ პატრონს საფრთხე ემუქრება - საშველად დაუფიქრებლად გარბის.

კატა ტოჰაც ფაინას შვილმა, ერთ-ერთ სადარბაზოში, უსუსური და შეშინებული იპოვა. პატრონი მას გამორჩეულად კეთილ და მოსიყვარულე ცხოველად ახასიათებს, თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, არაკეთილმოსურნემ პნევმატური იარაღიდან ესროლა და თვალის დაზიანებას სასწაულად გადაურჩა.

Zooclub

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "განუყრელმა" მეგობრებმა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და არა ერთი თაყვანისმცემელი შეიძინეს.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა ჟასმინმა 100-ზე მეტი ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა და თავშესაფარში მიიყვანა

კატა უსინათლო მეგობარ ძაღლს სახლამდე მისვლაში ეხმარება

დაუჯერებელია! ძაღლი, კატა და ვირთხა განუყრელი მეგობრები არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?