სიძემ თავის ქორწილში პატარძალი მიატოვა და 200 კგ. ღორის მოსავლელად სახლში გაიქცა
სიძემ თავის ქორწილში პატარძალი მიატოვა და 200 კგ. ღორის მოსავლელად სახლში გაიქცა
"ითვლება, რომ წყვილისთვის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. თუმცა, ასეთ მნიშვნელოვან წუთებში, ჯოანი მურკინი ქმარმა - ლი დურკინმა მარტო დატოვა, რათა 200 კგ-იანი ღორი სახლში მარტო არ ყოფილიყო. მეტიც, 37 წლის ინგლისელმა მამაკაცმა თაფლობის თვის გატარებაზე უარი თქვა და სახლში დარჩა, რათა თავისი შინაური ცხოველისთვის, პასნიპისთვის მიეხედა", - წერს ინტერნეტ გამოცემა "LadBible"-ი.

ვიეტნამურ ღორს საკუთარი ოთახი აქვს. იგი 25 კვ.-ს შეადგენს, სწორედ ამ ოთახში ატარებს მთელ დროს ღორის პატრონი ლი. გარდა ამისა, ჯოანმა იცოდა, თუ რა ნაბიჯს დგამდა - ქმარმა შეყვარებულობის პერიოდში
მიახვედრა ქალი, რომ ის ოჯახში მეორე ადგილზე იქნებოდა.

Zooclub

"ჯოანმა იცის, რომ თუ ოჯახში მძარცველი შემოიჭრება,
პირველ რიგში, პასნიპს დავიცავ. პასნიპი ჩემთვის ყველაზე საყვარელი არსებაა, სხვებს მისი ეშინიათ. ის ზოგჯერ აგრესიულია და ჩემ გარდა ყველას კბენს", - ამბობს ღორის პატრონი.

Zooclub

პასნიპი ყოველ საღამოს მიდის სასტუმრო ოთახში და პატრონთან ერთად სერიალებს უყურებს. ლი მას სპეციალური ჯაგრისით კბილებსაც წმენდს.

რაც შეეხება ქორწილს, ლიმ წვეულება ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე დატოვა. მან თავისი საქციელი შემდეგი მიზეზით ახსნა: პასნიპი მთელი დღე მარტო იყო და მას ყურადღება სჭირდებოდა.
სწორედ ამ მიზეზით, ჯოანი ქორწილში ქმრის გარეშე დარჩა. გოგონას იმედი აქვს, რომ ოდესღაც ლი მას შეიყვარებს ისევე ძლიერად, როგორც თავის ღორს.

Zooclub

"ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ პასნიპის გამო მსხვერპლს ვიღებთ. ჩვენ ბედნიერები ვართ, თუ პასნიპი ბედნიერია", - ამბობს ჯოანი.

ასევე იხილეთ:

მეგობრებს ეგონათ, რომ ჯუჯა გოჭი იყიდეს, თუმცა, მალე ის 300 კილოიან უზარმაზარ, მაგრამ საყვარელ და ნაზ არსებად იქცა

პატარძალი აღშფოთდა, როცა შეიტყო, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ქორწილში სიძემ

"მინი-პიგი ვიყიდე, მაგრამ 3 წელიწადში ის ასი კილო ღორი გახდა..."
gia
ცოლიც სხვისთვის (თუ მთელი უბნისთვის არა) მოუყვანია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?