"სადაც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად ბრუნდება..." გოგონა ყოველ დილით გამოდის ტყესთან და თავის მეგობარს ეძახის (+ვიდეო)
"აი, ისიც მორბის კუდის ქიცინით!" - ყველა ოჯახს სადილობის განსხვავებული ტრადიცია აქვს. შესაძლოა, არასოდეს გინახავთ სუფრა, სადაც გარეულ ცხოველს პირდაპირ ტყიდან ეპატიჟებიან.

ამერიკელების ერთ-ერთ ოჯახში ყველაფერი სწორედ ასე ხდება. დიასახლისი აწყობს სუფრას, გადის ტყის პირას და იძახის - "სად ხარ, პატარა მეგობარო?!"

სადაც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის გოგონასთან მორბის. და კიდევ, სიხარულისგან ფუმფულა კუდს აქიცინებს და ეხუტება ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა.

Zooclub

ეს შველია, რომელსაც დე
და ბრაკონიერებმა მოუკლეს, ხოლო პატარა ნუკრი მოკვდებოდა, რომ არა გოგონა, რომელმაც ის გაზარდა. გარეული ცხოველი და ადამიანი
იმდენად დამეგობრდნენ, რომ ყოველდღე ერთად არიან.

Zooclub

მეგობრების შეხვედრა სახლში შესვლით გრძელდება, გოგონა გამზადებულ რძეს აგრილებს და მოშინაურებულ შველს ასმევს.

Zooclub

"ყოველი საუზმის წინ ასე ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში - სადილსა და ვახშამზეც", - ამბობს დიასახლისი და ხუმრობით საკუთარ თავს "შვლის დედას" უწოდებს.

ყველა ცხოველი გრძნობს, თუ ვის უნდა ენდოს და ეს შველიც გამონაკლისი არაა. მისი სახლში სტუმრობა დიდი ხანია, ამ ოჯახისთვის ტრადიციად დამკვიდრდა.

შესაძლოა, ოდესმე მსგავსი შემთხვევა ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს.

ასევე იხილეთ:

ოდესღაც ამ ქალმა ბოკვერი გადაარჩინა და გაზარდა, მათი შეხვედრა ერთი წლის შემდეგ საოცარი სანახავია

მამაკაცმა აფთარი გაზარდა და შემდეგ ზოოპარკში დააბინავა. როგორ შეხვდა ცხოველი ყოფილ პატრონს დიდი ხნის შემდეგ?

ლომს რამდენიმე წელი არ ენახა ადამიანი, რომელმაც ის გადაარჩინა... და, აი, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ
Tbilisi
კარგ განწყობაზე დამაყენა ამ ვიდეომ :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?