ისინი თბილისის თავშესაფრის კედლებში დაიბადნენ... ღობის იქით სამყარო ჯერაც არ უნახავთ
ისინი თბილისის თავშესაფრის კედლებში დაიბადნენ... ღობის იქით სამყარო ჯერაც არ უნახავთ
პოინტერმა, რომელიც თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მაკედ მიიყვანეს, სამი ულამაზესი ლეკვი - ერთი ძუ და ორი ხვადი გააჩინა. ლეკვებს თავშესაფრის იქით ჯერაც არ უნახავთ, თუ როგორია სამყარო.

ჯანმრთელი და ულამაზესი ლეკვები ვოლიერის გარეთ ხშირად სეირნობენ და ერთობიან, თუმცა, მათთვის რთულია ჩაკეტილ კედლებში ყოფა, მზრუნველი ადამიანის გარეშე.

Zooclub

დედა პოინტერის გარეგნობა სამივე ლეკვს გამოჰყვა, ხასიათით კი ცელქები და მხიარულები არიან.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ბედნიერად ატარებენ დღეებს, ძალიან მალე წამოიზრდებიან და სევდიანი თვალებით გააცილებენ იმ ძაღლებს, რომლებსაც პატრონები მიაკითხავენ.

ეს საოცარი არსებები ნამდვილად იმსახურებენ
მზრუნველ ადამიანს და მოსიყვარულე ოჯახს.

Zooclub

თუ გსურთ ერთგული ოთხფეხა მეგობარი, რომელიც არასოდეს მიგატოვებთ და თქვენს
გვერდით იქნება თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, აიყვანეთ და  აჩუქეთ ამ უსუსურ არსებებს ბედნიერი მომავალი. მათი თქვენდამი მადლიერება უსაზღვრო იქნება.

თავშესაფარი მათთვის მოსიყვარულე და მზრუნველ პატრონებს ეძებს: 577 95 85 55

წყარო:  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?