კატა უსინათლო მეგობარ ძაღლს სახლამდე მისვლაში ეხმარება (+ვიდეო)
ცხოველები ერთგულებას არა მარტო ადამიანების, არამედ ერთმანეთის მიმართაც გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ კატები ხშირად გამოირჩევიან ეგოისტური ხასიათით, ისინი კარგი მეგობრებიც არიან.

უპატრონო ძაღლი კატარაქტის შედეგად დაბრმავდა. მას ქუჩაში მარტო სიარული არ შეუძლია, რადგან შესაძლოა, მანქანის ბორბლების ქვეშ მოჰყვეს ან სხვა უბედურება შეემთხვას. თუმცა პატარა ძაღლს გაუმართლა, რადგან მას უპატრონო კატა ყოველთვის გვერდით ჰყავს.

ისინი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ყველგან ერთად დადიან - კატა უსინათლო მეგობრის გვერდითაა და შეხებით ანიშნებს, თუ საით უნდა წავიდეს.

ამ ცხოველებს არ აქვთ სახლი, ყოველდღიური საკვები, მაგრამ ერთმანეთის იმედი
აქვთ და  ქალაქის ქუჩებში უშიშრად დადიან. ისინი მიტოვებული შენობის სარდაფში ცხოვრობენ და საკვების საშოვნელად ყოველდღე ერთად
გამოდიან.

ორივე ცხოველი პატრონისგან მიტოვებულია და კეთილი ადამიანები კვებავენ. ალბათ ხშირად გსმენიათ - "სანამ ცხოველს აიყვან, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მზად ხართ თუ არა ასეთი პასუხისმგებლობისთვის."

შინაური ბინადარი სათამაშო არ არის. არ შეიძლება ერთ დღეს მოგვბეზრდეს და ქუჩაში გადავაგდოთ.  დააკვირდით ამ კატას და ძაღლს - ნახეთ, თუ რა რთულია მათთვის ქუჩაში ცხოვრება. განსაკუთრებით მაშინ, როცა განუკურნებელი სენით იტანჯებიან.

ასევე იხილეთ:

უსინათლო ენოტმა კნუტები ადამიანთან მიიყვანა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა

ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ როგორ გადაარჩინა უსახლკარო ძაღლმა ქალი მძარცველისგან

კატა, რომელიც ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს და უსახლკარო ადამიანებს ეხმარება


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?