ძაღლმა ჟასმინმა 100-ზე მეტი ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა და თავშესაფარში მიიყვანა
გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლის, სახელად ჟასმინის, ცხოვრებისეული ისტორია, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, საოცარია. ის პოლიციელებმა გზაზე შიმშილისგან გამოფიტული, სიკვდილის პირას იპოვეს და ნაკრძალში მიიყვანეს. უცნობია, რატომ და რისთვის მიატოვეს ძაღლი, მაგრამ მთავარია, ის გადარჩა.

წარსულის სასტიკი დამოკიდებულება ჟასმინს დიდი ხნის განმავლობაში თან სდევდა. შინაური ცხოველი თავიდან სწავლობდა ადამიანების ნდობასა და შიშის დაძლევას.

გადარჩენილი გრეიჰაუნდი საოცრად კეთილშობილი თვისებების აღმოჩნდა. მან თავშესაფარში ცხოვრების მანძილზე, არა ერთი შინაური თუ გარეული ცხოველი გადაარჩინა.

Zooclub

პირველად მომვლელებმა შეამჩნიეს, რომ ჟასმინს ნებისმიერი ძაღლის დამშვიდება შეეძლო. მაგალითად, თავშესაფარში მიიყვანეს პიტბული, რომელიც
აგრესიით გამოირჩეოდა. თანამშრომლებმა მისი ევთანაზია გადაწყვიტეს, რადგან ის არც ადამიანებს და არც ცხოველებს არ იკარებდა.
პიტბული გარშემომყოფებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა.

ჟასმინი მას მიუახლოვდა და რამდენიმე წუთში გააფთრებული ძაღლი დაამშვიდა. არავინ იცის, როგორ შეძლო მან აგრესიული ცხოველის მოთვინიერება, თუმცა, პიტბული ადამიანებსა და სხვა ცხოველებს ნელ-ნელა შეეჩვია.

ჟასმინს თავშესაფარში ის ცხოველები მიჰყავდა, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. მათ შორის იყვნენ კატები, ძაღლები, გარეული ცხოველები - მელია, შველი, კურდღელი, ბუ...

ძაღლმა პატარა მელია, რომელსაც შემდეგ როქსი დაარქვეს, ტყეში იპოვა.

Zooclub

გარეული ცხოველი ძალიან დასუსტებული იყო, როგორც ჩანს, დედის გარეშე დარჩა. ჟასმინი მას ლოკავდა და ამშვიდებდა. მეტიც, მან  როქსის დედობა გაუწია.

მოგვიანებით კი, ჟასმინმა თავშესაფარში დაჭრილი შველი მიიყვანა. კეთილი ძაღლის დახმარების გარეშე, ის ტყეში მოკვდებოდა.

თავშესაფრის თანამშრომლები ძაღლის საქციელით აღფრთოვანებულნი იყვნენ. ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ ჟასმინი ყველა სახეობის ცხოველს ეხმარებოდა და იცავდა.

Zooclub

მას, როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველები ენდობოდნენ  და უშიშრად მიჰყვებოდნენ. 

ჟასმინი უმწეო შველზეც საკუთარი შვილივით ზრუნავდა. ძაღლი მთელ დღეებს მასთან ერთად სადგომში ატარებდა. მხოლოდ ჟასმინს შეეძლო შეშინებული შველის დამშვიდება.

Zooclub

მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, ჟასმინმა 100-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. ყველაფრის მიუხედავად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გრეიჰაუნდის სიკვდილი პირველი პატრონის სასტიკი დამოკიდებულების შედეგი იყო, რადგან მას არა ერთი დაავადება ჰქონდა.

თუმცა, მის ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ასევე იხილეთ:

ახალშობილმა ბავშვმა სტრესში მყოფ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა

ლეკვის ისტორია, რომელმაც არ იცოდა რა იყო მიფერება, გრძელდება

გმირმა ლაბრადორმა გოგონა სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?