ბებო, ბონი, დუდა და ფორტეპიანო...
ცხოველებს სახლში მოაქვთ მეტი სიმშვიდე და სიყვარული, რასაც მომავალში დრო აძლიერებს და ავრცობს...

ვიდეოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცხოველთა მოყვარულმა ეკა ქართველიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე დადო, მისი ბებია, ქალბატონი მზია იაშვილი ძალიან სასიამოვნოდ უკრავს ფორტეპიანოზე, ხოლო ეკას ორი ბინადარი ბონი და დუდა მას სუნთქვაშეკრულები უსმენენ.

თავად ეკა ამ ეპიზოდის შესახებ საუბრობს:
”პირველი ძაღლი რომ მოვიყვანეთ, ბებო სასტიკი წინააღმდეგი იყო, ძალიან არ უნდოდა სახლში ძაღლი, ალბათ უფრო ეშინოდა, ძალიან არ შეჰყვარებოდა... ახლა ოთხი ცუგა გვყავს, დიდი ეზო გვაქვს და ბებო ძალიან ბედნიერია, უყვარს
განურჩევლად ყველა. ამ ვიდეოს სანამ გადავიღებდი, ცუგებმა იჩხუბეს და ბებომ სასწრაფოდ დაკვრა დაიწყო, იქნებ დამშვიდდნენო..”

ეს იმდენად თბილი და საოცარი ვიდეოა, გვინდა, ბევრმა ნახოს. იგრძნოს ის სიმშვიდე და სიყვარული, რაც ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებობს სიკეთით სავსე საზოგადოებაში.

მაკი
უსაყვარლესი ბებიაა. ძალიან კარგად უკრავს და ძაღლებიც რა გატაცებით უსმენენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?