10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი გამორჩეული მეგობარია
10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი  გამორჩეული მეგობარია
ყველას ჰყავს ის ერთი მეგობარი, რომელსაც სიხარულის თუ გასაჭირის დროს საკუთარ ემოციებს უზიარებს. შესაძლოა, ეს იყოს ბავშვობის მეგობარი, კოლეგა, რომელთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. თუმცა, არსებობს შინაგანი ემოცია, რომელიც შესაძლოა, ყველაზე ახლო ადამიანმაც კი ვერ გაიგოს ან საიდუმლოს განდობით მისი განსჯა დაიმსახუროთ. ადამიანებს შორის ყოველთვის  შეჯიბრია.


ამ მხრივ კი ოთხფეხა კომპანიონები ყოველთვის გაგიგებენ. შინაური ცხოველები საყვარელი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას კარგად აღიქვამენ. ისინი გრძნობენ, როდესაც მათი პატრონი სევდიანი, ბედნიერი ან გაბრაზებულია.

10 მიზეზი, რომლებიც შინაური ცხოველის უანგარო მეგობრობას ამტკიცებს:

ერთმანეთთან იზიარებთ ყველაფერს

Zooclub

საკვებს, ავეჯს, ზოგიერთ ნივთს - საუკეთესო მეგობართან ლიმიტი არ არსებობს.

ის სიტყვების გარეშე ხვდება, როდის
რას გრძნობთ

Zooclub

ძაღლს შეუძლია, იგრძნოს პატრონის ემოცია და ამ ემოციას შესაბამისად უპასუხოს. როდესაც სევდიანი ხართ, ის მშვიდად მოგიახლოვდებათ და თავს დაგადებთ, ხოლო სიხარულს თქვენთან ერთად გაიზიარებს.

მასთან ყოველი შეხვედრისას, თავს ვარსკვლავად და სასურველ ადამიანად გრძნობთ

Zooclub

სახლში დაბრუნებულს ოთხფეხა არსება იმდენად აღფრთოვანებული გხვდებათ, თითქოს წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებთ. ყველაზე დამღლელი სამუშაოს შემდეგაც კი საყვარელ შინაურ ცხოველთან შეხვედრა ენერგიისა და სტიმულის მომცემია.

ის გიცნობთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ

Zooclub

საუკეთესო მეგობარი არის ის, რომელთანაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. ძაღლები პატრონებს ხედავენ და გრძნობენ ისეთს, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. მიუხედავად ყველაფრისა, პატრონების მიმართ მათი გრძნობა გულწრფელია.

ის გვახსენებს, რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოც კი დავაფასოთ

Zooclub

ძაღლი ასაკის მატებასთან ერთად უმნიშვნელო მოვლენების მიმართ სიხარულის შეგრძნებას არასოდეს კარგავს. დააკვირდით თქვენს ბინადარს - მას მცირედიც აბედნიერებს. მისი შემხედვარე მიხვდებით, რომ ბედნიერება დეტალებშია. საყვარელ შინაურ ცხოველთან ერთად ყოფნა დაგეხმარებათ, დააფასოთ სამყაროს სილამაზე.

ძაღლი შთაგონების წყაროა

Zooclub

საუკეთესო მეგობარი არასოდეს გვეტყვის იმას, რისი გაგებაც გვსურს. ის მხარს აგვიბამს, თუმცა, მიგვანიშნებს, თუ როდისაა მოქმედების ან ცვლილების დრო. ძაღლს საუბარი არ შეუძლია, მაგრამ მისი სუფთა თვალები, გულწრფელი გამოხედვა ყოველთვის გვესაუბრება, თუ როგორები უნდა გავხდეთ. "იყავი ისეთი, როგორიც შენს ძაღლს ჰგონიხარ!"

დაცვა და ერთგულება

Zooclub

ძაღლი იმდენად ერთგული არსებაა, რომ პატრონისთვის საკუთარ სიცოცხლეს დათმობს, ამიტომ იყავით მის მიმართ ერთგული და თქვენც დაიცავით ის შიმშილისგან, სიცივისგან და რაც მთავარია, მარტოობისგან. მას სწორედ ეს უკანასკნელი კლავს.

ერთად ყოველთვის კარგად ატარებთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ

Zooclub

მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ, ერთად სიგიჟეები ჩაიდინონ, რაშიც ერთგული ბინადარი ყოველთვის აგყვებათ და თქვენთან ერთად დაუსრულებლად გაერთობა. ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, სანამ საყვარელი მეგობარი თქვენთან იქნება.

ის იქ არის, სადაც დახმარება გჭირდებათ

Zooclub

შესაძლოა, ოთხფეხა არსებას არ შეუძლია თქვენთან ერთად ნივთები გადააადგილოს, თუმცა, ის ემოციურად ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. საყვარელი ცხოველი საუკეთესო მოტივაციაა ხელსაქმის დროს.

და ბოლოს, თქვენ ერთმანეთს სამყაროს ულამაზებთ

Zooclub

ძაღლს ოჯახში მოაქვს ხალისი, სიყვარული და ბედნიერება. რაც მთავარია, თქვენ მისთვის მთელი სამყარო ხართ!

ასევე იხილეთ:

"ღმერთო, დამეხმარე, გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"

"გვაპატიეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია თქვენსავით სიყვარული და ერთგულება"

5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ

10 მიზეზი, რომ ძაღლი პატრონის სულის ნაწილია

ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?