"ადამიანებს მივუტოვებივარ, ძაღლებს არასოდეს..." - ბროწეულაში ოლია ვოლკოდავ-ბერიტაშვილი და მისი შვილები 50 ძაღლს და 12 კატას უვლიან (+ვიდეო)
ოლია ვოლკოდავი-ბერიტაშვილი თბილისთან ახლოს, ბროწეულაში 2 შვილთან, 50 ძაღლთან და 12 კატასთან ერთად ცხოვრობს. ის უსახლკარო ძაღლებს და კატებს იფარებს. მასთან დაავადებული, ნაავარიები ძაღლები მიჰყავთ, ოლია კი ოთხფეხა მეგობრებს ფეხზე დადგომაში ეხმარება.

პირველი ძაღლი ოლიასთან 7 წლის წინ თავად მივიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისში ცხოვრობდა. ნაავარიები ძაღლი ჩაპა სწორედ მის სართულზე ავიდა. ოლიამ ძაღლი შეიფარა.

შემდეგ უკვე შვილებს მოყავდათ ქუჩაში ნაპოვნი ძაღლები, ისიც ყველას იფარებდა და უვლიდა.

ოლია ვოლკოდავი-ბერიტაშვილი

”7 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინ ვერც ვიფიქრებდი, თუ
ამდენი ძაღლი შეიძლებოდა მყოლოდა. უფროს თაობას არ ესმის ჩემი ძაღლების ასეთი სიყვარული, მეზობლებმა საჩივარიც კი
დაწერეს რომ ვაწუხებთ და ამაში მათ ჩემი ყოფილი მეუღლეც ეხმარებოდა. მათი მოვლა არ არის პატარა ხარჯებთან დაკავშირებული, ძალიან მიჭირს, ვისაც რით შეუძლია მეხმარება, ზოგს მოყავს ძაღლი, მპირდება, რომ თანხასაც ჩარიცხავს ხოლმე, რომ ძაღლს ვუყიდო საკვები და საჭირო წამლები, მაგრამ შემდეგ ბეზრდებათ და აღარ რიცხავენ. მე მათიც მესმის, არაუშავს. რუსეთში სახლი მაქვს, იმას ვაქირავებ და აქ ამათ საჭმელს ვყიდულობ. ახლა აღარ მყავს მდგმურები და ცოტა ხნით წასვლა მიწევს, ამათ კი ჩემი 15 წლის შვილი მიხედავს, სანამ სავბრუნდები. ბევრმა ადამიანმა მიღალატა, ამათმა კი არასდროს. ჩემგან არასდროს არც ერთი ძაღლი არ გაქცეულა. მათ ყველაფერი ესმით, ყველაფერი".

ოლია ერთ-ერთი უიშვიათესი ადამიანია, რომელსაც უზომოდ უყვარს ცხოველები, უამრავი გადაურჩენია და კარგ ოჯახებში გაუჩუქებია. ადამიანები მას ეხმარებიან და უფრო მეტი დახმარებაა აუცილებელი, რომ მის სახლში შეფარებულმა ცხოველებმა ბედნიერად იცხოვრონ! რომ უფრო გაუადვილდეს მკურნალობა, გამოკვება...

ოლია უდიდეს სიკეთეს აკეთებს!

სიკეთე გადამდებია!

ოლია ჩვენ შორის ცხოვრობს! და ჩვენ გარშემო ბევრი ასეთი საოცარი ადამიანია!
ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ!


გაიცანით - ოლია ვოლკოდავ-ბერიტაშვილი
ეს კი მისი გვერდია - ”ოლიას ძაღლები”



მარიამ ლორთქიფანიძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.
qeti
ასეთი კეთილშობილი ადამიანი - ღმერთმა დალოცოს! აი ქართველი დედაკაცების უმეტესობა კი ასეთ სიკეთეს ვერასოდეს გაიგებს... მათ მხოლოდ ძაღლების მტრობა და ეკლესიაში სანთლების დანთება ეხერხებათ!
neo
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ქალბატონო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?