დიდი დიღომი - ”სიყვარულის უბანი”...
დიდი დიღომი - ”სიყვარულის უბანი”...
საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველებისადმი ძალიან მნივშნელოვანია. სასიხარულოა, რომ საქართველოში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და ადამიანები სულ უფრო თბილად ეპყრობიან ქუჩის ძაღლებს და კატებს.

გთავაზობთ უცვლელად მგზავრის ნაამბობს, რომელიც ფეისბუქის დიდი დიღმის ერთ-ერთ გვერდზე დაიწერა:

მგზავრის ნაამბობი:

"მესამე მიკროს გაჩერებაზე ვდგავარ. იქვე მოზრდილი შავი ძაღლიც ტრიალებს, მგზავრებს გარს უვლის. #54 ავტობუსი მოვიდა, ავედით, დავსხედით, გავიხედეთ - შავი ცუგოც ამობრძანდა უკანა კარიდან, ჩამოუარა მგზავრებს და მძღოლთან მივიდა. გაუხარდა მძღოლს: ძაღლის წელი დადგა და ეს ბედობა დღე ძაღლმა მომილოცაო. ეფერა ცუგოს, შოკოლადითაც გაუმასპინძლდა, ტკბილი სიტყვით
ჩააცილა ავტობუსიდან. გაგვახალისა ძაღლის საქციელმა, მაგრამ აი, დავიძარით და ყველა ჩვენს საფიქრალს დავუბრუნდით. ცუგომ კი,
როგორც ჩანს ჩვენი ავტობუსი და მძღოლი დაიმახსოვრა.

გავიარეთ დიღომი და გუდვილთან გავჩერდით. ეს ჩვენი ყოჩაღი "ფეხბედნიერი" ძაღლუკა, დაშვებულა მოკლე გზებით, თან მეგობრებიც წამოუყვანია და გაჩერებასთან დაგვხვდა კიდევ 4 ძაღლთან ერთად. გავჩერდით, ამობრძანდა ისევ და კეთილ მძღოლს მიადგა შოკოლადისთვის. დანარჩენები ქვემოთ ელოდებიან კანფეტებს. მაგრამ ფაფუ კანფეტები, გათავებოდა შოკოლადები მძღოლს. ვიცინეთ, ვუბოდიშეთ ძაღლებს, მერე გაგვახსენდა, სამსახურებში რომ გვეჩქარებოდა და ტკბილეულის მოყვარული ცუგო მანქანიდან მივაბრძანეთ.

მერე ეზოში დავინახე მსგავსი ძაღლი ხმაურიან კამპანიაში. მგონი, ის იყო, ვინც ავტობუსში თავის მეგობრების წინაშე გავაწბილეთ. ახლა ყველას გავუმასპინძლდი კანფეტებით და იმედი მაქვს, ძველ წყენას გადაივიწყებენ".

თ.ხ.
a - ს
წესით ვნებს, მაგრამ იშვიათად შეიძლება როგორც ვიცი. ისე შოკოლადებს ჯობია სასისკები აჭამონ . მაგათი სასისკები ეგაა :D
a
და შოკოლადი ძაღლს არ ვნებს?
bebe
კარგი ადამიანი ხარ, დაგიფასდება.
manana
გაგახაროს ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაესწარი,ვიხალისე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?