9 წლის ბავშვმა ცხოველთა თავშესაფრიდან ყველაზე ასაკოვანი და უძლური ძაღლი აიყვანა
9 წლის ბავშვმა ცხოველთა თავშესაფრიდან ყველაზე ასაკოვანი და უძლური ძაღლი აიყვანა
9 წლის რეივენ დევისი დედასთან ერთად ესტუმრა ბალტიმორის ცხოველთა თავშესაფარს (BARCS Animal Rescue), სადაც  ყველაზე ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვა.

დედა, ისევე როგორც თავშესაფრის თანამშრომლები, ბავშვის გადაწყვეტილებამ დააბნია. ჩვეულებრივ, პატარების სურვილია საყვარელი, ფუმფულა ლეკვის აყვანა, თუმცა, არა ხნიერი და ავადმყოფისა.

ბავშვის დედა მელისა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, შვილს გადაწყვეტილება შეეცვალა, რადგან რამდენიმე თვეში ძაღლის სიკვდილი რთული გადასატანი იქნებოდა.

"მე არ მინდა ისინი მარტოდმარტო კვდებოდნენ. ეს უსაყვარლესი ძაღლები არ იმსახურებენ ასეთ ბედს, მათ სიყვარული სჭირდებათ!"- ამბობდა რეივენი.

საბოლოოდ, დევისების ოჯახმა
არჩევანი 11 წლის პიტბულ კელიზე შეაჩერა.

კელი პატრონებმა სიბერის გამო თავშესაფარში დატოვეს და სანაცვლოდ პატარა
ლეკვი აიყვანეს.

"როდესაც პირველად ოჯახის ახალ ბინადარს შევხვდი, ჩავეხუტე და მივხვდი, რომ ჩვენ ერთი გზა გვქონდა", - ამბობს მელისა.

ვეტერინარული შემოწმების შემდეგ, ექიმის თქმით, ძაღლის ასაკისა და დაავადებებიდან გამომდინარე, მას ორი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

ოჯახმა კელისთვის შეადგინა სია, რაც მას უნდა მოესწრო თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

აი ისიც:

Zooclub

კელი ოჯახმა წაიყვანა ზღვაზე...

Zooclub

მან აღნიშნა საკუთარი დაბადების დღე ტკბილეულითა და საჩუქრებით...

Zooclub

და ოჯახურ პიკნიკზეც იმყოფებოდა.

Zooclub

დრო გადიოდა, კელის ბედნიერება არ შორდებოდა  და თითქოს ის ჯერ კიდევ ლეკვი იყო, მაგრამ ექიმის თქმით (რომელიც ოჯახს კელის ევთანაზიას სთავაზობდა), ძაღლი ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ უნდა მომკვდარიყო.

საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. როგორც ჩანს, კელიმ დაავადება დაძლია. ის შობას ოჯახთან ერთად შეხვდა. მეტიც, იგი სანტას ესტუმრა და ფოტოებიც გადაიღო.

Zooclub

11 წლის ძაღლი უბედნიერესი იყო და ამას პატარა ლეკვივით გამოხატავდა.

"როდესაც ბავშვები სახლში ბრუნდებიან, კელი ზურგზე წვება და კუდს აქიცინებს", - ამბობს მელისა.

მთელი ოჯახი ბედნიერია. ბავშვებმა დისნეი ლენდში წასვლაზე უარი თქვეს, რათა ძაღლისთვის მედიკამენტები ეყიდათ.

Zooclub

"ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცრების მონაწილე ჩემი ოჯახია", - ამბობს მელისა.

Zooclub

სიყვარულმა გაიმარჯვა სიბერესა და ავადმყოფობაზე.

Zooclub

მელისას თქმით, ასაკოვანი ძაღლის აყვანა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ ხარ მოხუცი და უძლური, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ აღარავის სჭირდები. ცხოვრებაში სასწაულები ხდება და ეს ისტორიაც ერთ-ერთი მაგალითია.

ასევე იხილეთ:

მამაკაცს ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლები თავშესაფრიდან სახლში მიყავს, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა კატამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ცხოვრებას ბედნიერი აგრძელებს

ქალმა ცხოველების თავშესაფარს მიაკითხა და აიყვანა ყველაზე ასაკოვანი ძაღლი, რომელიც არავის სურდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?