"გოგონა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მისი გულისთვის ერთგულ მეგობარს ვერასოდეს ვუღალატებდი"
"გოგონა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მისი გულისთვის ერთგულ მეგობარს ვერასოდეს ვუღალატებდი"
"ულამაზესი გოგონა გავიცანი, ამასთან ერთად ჭკვიანი, განათლებული, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. სამი კვირა ვხვდებოდით, ხოლო შემდეგ ჩემს სახლში გადმოსვლა შევთავაზე. ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი რამის გარდა - ჩემი ბულტერიერი მოსვენებას არ აძლევდა მას. 

მან ძაღლის დანახვისთანავე განაცხადა, რომ ეშინია. მისი თქმით,  არაერთი უარყოფითი ისტორია სმენია ბულტერიერების შესახებ და მთხოვა, ცხოველი მისგან მოშორებით მყოლოდა.

ჩემს "ბულტიკს" არ უყვარს უყურადღებობა. ის ყველანაირად ცდილობდა გოგონას გულის მოგებას: მუხლებზე თავს ადებდა, მასთან თამაშს ცდილობდა და ა.შ.

მსგავსი ყურადღება ოჯახის ახალ წევრს არ მოსწონდა და ეშინოდა, მიუხედავად იმისა,
რომ ჩემი ოთხფეხა მეგობარი კარგად აღზრდილი იყო. საწვრთნელ სკოლაში ვატარებდი და ამის დამადასტურებელი დიპლომიც მქონდა.

მეტიც, მეგობრები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ამ ძაღლს არავის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს, მაგრამ უშედეგოდ. სხვა მხრივ კი კონფლიქტი არასოდეს გვქონია.

ნახევარი წლის შემდეგ ჩემს მეორე ნახევარს ხელი ვთხოვე, თუმცა, პასუხის მაგივრად ულტიმატუმი მივიღე: უნდა ამერჩია ვინ იცხოვრებდა ჩემს ოჯახში - ძაღლი თუ ის.

ამ დრომდე მას მსგავსი რამ არ უთქვამს. როგორც ჩანს, მან იფიქრა, რომ მის გამო ყველაფერს დავთმობდი. ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, ამიტომ ძაღლი მშობლებთან დავაბინავე.

ჩემი საქციელის გამო სინდისი მაწუხებდა, არ ვკითხულობდი, როგორ იყო ის უჩემოდ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ძაღლი იწვა ერთ ადგილზე, არ ჭამდა და წყლის დალევაზეც უარს ამბობდა.

დედამ მთხოვა, რომ ცხოველი ვეტერინართან მე წამეყვანა, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ სურდა.

ვიცოდი, რომ ვეტერინარი მას ვერ დაეხმარებოდა. იმ დღესვე წავედი მშობლებთან და "ბულტიკი" სახლში წამოვიყვანე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხაროდა ჩემს ერთგულ მეგობარს.

ჩემმა საცოლემ მაშინვე განმიცხადა: "ახლავე გადაწყვიტე, ან მე ან ის!"  ალბათ მიხვდით ჩემს არჩევანს.

თავიდან ვდარდობდი, ვნანობდი, თუმცა, მივხვდი, რომ ჩემი მეგზური ვერ გახდება ის გოგონა, რომლისთვისაც საყვარელი ადამიანის ინტერესები სულერთია. დღეს მის გამო უნდა მივატოვო ძაღლი, ხოლო ხვალ დედაჩემის მოხუცთა თავშესაფარში წაყვანას მომთხოვს.

ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი."

ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."


*
სწორი გადაწყვეტილებაა
bebe
სწორედ მოქცეულა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?