"ზოგჯერ მფარველი ანგელოზები ზეციდან მიწაზე ეშვებიან, რომ ჩვენი სიცოცხლე დაიცვან!"
"ზოგჯერ მფარველი ანგელოზები ზეციდან მიწაზე ეშვებიან, რომ ჩვენი სიცოცხლე დაიცვან!"
ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასწაულები არ ხდება, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ერთმა პატარა უსახლკარო არსებამ ამაში დაგარწმუნოთ.

ერთ ჩვეულებრივ დღეს ისინი ავტომობილებით გადატვირთულ გზაზე მიდიოდნენ თავის საქმეზე, როდესაც უეცრად დაინახეს საშუალო ზომის ძაღლი, რომელიც ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

"ის სამანქანო გზის პირზე სწრაფად და დაბნეული დარბოდა, ხოლო შემდეგ ჩვენს მანქანასთან შეჩერდა - წკმუტუნებდა და უჩვეულო ქცევებით გვანიშნებდა, გავყოლოდით."

Zooclub

ადამიანები ცხოველის კვალს გაყვნენ. ძაღლმა ისინი მიიყვანა მამაკაცთან, რომელიც შუა ქუჩაში უგონოდ იწვა.

ძაღლს ჩიკიტას ეძახდნენ, ხოლო მის პატრონს - დონ ხორხეს, რომელიც ქუჩაში ცუდად
გახდა და მიწაზე დავარდა. მამაკაცი ღარიბი და ცუდად ჩაცმული იყო, გამვლელებს ეგონათ, რომ ალკოჰოლიკს ქუჩაში ჩაეძინა,
ამიტომ ყურადღებას არ აქცევდნენ და გვერდს უვლიდნენ.

Zooclub

წარმოუდგენელია, თუმცა, გულის შეტევის შედეგად, ხორხე მიწაზე დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ იწვა, სანამ მისმა ძაღლმა ადამიანების ყურადღება არ მიიქცია.

მხოლოდ ერთგული ჩიკიტა ცდილობდა მის დახმარებას.

Zooclub

როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილზე მივიდა და პაციენტი ტრანსპორტში გადაიყვანეს, ძაღლი მის მკერდზე დაწვა და ერთი წუთიც არ მიუტოვებია.

Zooclub

ექიმების დამსახურებით, ხორხე გადარჩა და გამოჯანმრთელდა.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ძაღლთან ერთად გუაპილის (კოსტა-რიკა) ღარიბების უბანში, მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობდა.

ხორხეს და ჩიკიტას არანაირი შემოსავალი არ აქვთ, თუმცა, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ეს ბევრს ნიშნავს.

Zooclub

ზოგჯერ მფარველი ანგელოზები ჩვენს დასახმარებლად ზეციდან მიწაზე ეშვებიან...

"ადამიანებო, დაეხმარეთ ცხოველებს, შესაძლოა, ერთ დღეს მათ თქვენი სიცოცხლე იხსნან", - ამბობს ხორხე.

ასევე იხილეთ:

კაცმა თავშესაფრიდან კნუტი აიყვანა. სამი დღის შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა

ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას წყალში ნანახმა გონება დაუბინდა

ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?