მოგო "ნება".. როგორ ტოვებენ დედამიწას ძაღლები...
მოგო "ნება".. როგორ ტოვებენ დედამიწას ძაღლები...
ძაღლი ფოთლებით შეკირწყლულ დაღმართს ჩაუყვა და მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი შემოდგომა იყო.
ქარვისფერი მზით გაპოხილ ფოთლებს ისევ შერჩენოდათ ღამის სუსხი,
ფოთოლზე ბროლივით მობრჭყვიალე წვიმის წვეთში სეტყვასავით თეთრ, გახევებულ თვალს ჩააშტერდა.
სწრაფად შემობრუნდა,
უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ფოთლები ცხვირში, ყურებში, პირში და გაყინულ თვალში შეაყარა, მიმოფანტა და ფოთლების საბურველში შეახვია.
წამით მოეჩვენა, რომ
დიდი ბუხრის წინ იწვა და ცეცხლის ათინათში პატრონის ჩრდილით ტკბებოდა.
სახლის, რომელიც არასდროს ქონდა.
გაშიშვლებულ სხეულს ქარი მოელამუნა და ნაიარევზე წუილით გადაურბინა.
თითოეული ნაიარევი მისი ცხოვრების თანამგზავრია
რთული გულგრილი
ხიფათიანი გზის.პურის ნატეხით გაჯერებული და თბილი ხელისგულის შეხებით გაცისკროვნებული
ცხოვრების
რუკა.
სულ პატარა იყო თოვლის
შრაშუნში მიხეტიალე დედის სურნელს ხარბად ყნოსავდა. რძის და და ძმის სხეულების სითბოთოთი გაპოხილ დაღლილ დიდრონ სხეულს ითვისებდა იმახსოვრებდა. მიწის ბალახის მწკლრატე გემოთი და რძის მათრობელი თაფლივით ტკბილი არომატით, რომელსაც ბაგშვობის გემო ქონდა..
გადიოდა დღეები და ნელნელა მარტოვდებოდა. ვეღარ გრძნობდა რძის და დაძმის სურნელს
და მარტოვდებოდა მარტოვდებოდა
დარჩნენ ის და მუდამ მზრუნველი დედა რომელიც ცხოვრებამ დაამცირა .მაგრამ ვერ გატეხა.
მის თვალებში ისევ ელავდა ძალა და სიყვარული
თავგანწირვა
დასუსტებული სხეული შვილს შეწირა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა არ დათმო. აბჯრად გადაეფარა
ბალახს მიებარა და შვილში დარჩა სიყვარულად. უდრეკ ძალად. სიცოცხლის მზედ.
სულ ესმოდა არ დანებდე
მარტოობა არ აშინებდა. მედგრად იდგა დაუცველის გვერდით ეს ჭრილობებიც აქედან ახსოვს
დიდხანს მიდიოდა ბედნიერი და მშიერი. ახალი ჭრილობებით და თბილი სიტყვით
სხეულში ჩამდგარი ქარით და მოუდრეკელი სულით. რომლსაც პეპლები დაყვებოდნენ
მოყინულ ჰაერში ნაცნობი სურნელი იგრძნო მსუყე რძის და დედის
ბურუსში მოხეტიალე პატარა სხეული შენიშნა. ნისლში ჩაკარგული
ნაცნობი ხმა შემოესმა საბურავის და საფრთხის რომელსაც ბევჯერ გადაურჩა
ბურუსში მხოლოდ მანათობელ თვალებს ხედავდა ავისმომსწავებელს დაუნდობელს და სწრაფს
ლეკვი მოდიოდა ბურუსში დამძიმებული უმწეო მიხვდა რომ ეხლა მისი ჯერი იყო თავგანწირვის წამში ჩაირა ცხოვრებამ ბორბლების ჭრილში ნისლის სიჩუმეში ჩაესმა
არ დანებდე
არ დანებდე
და შეშინეული ლეკვის თვალებით მომზირალი დედა. სისხლიანი თბილი ხელები ლაბადაში რომ ახვევდა და თითქოს ძაღლის ვედრება ესმოდა ლეკვი არ დაგრჩეს
ლეკვი არ დაგრჩეს
გულში იხუტებდა ის , ვისაც სიზმარში ხედავდა მუდამ.
ოქროსფერი შემოდგომის ჩამავლ მზის სხივებში ხედავდა დედას და და ძმებს სიყვარლის ბალახის ოჯახის სურნელი დაყვებოდათ
მზემ იცნო და გულში ჩაიკრა..

ფიქრია ნაროუშვილი
kacho -s
ნეტავ მართლა ასეიყოს, იმიტომ, რომ ისინი ამას იმსახურებენ!!! ლუხო-ს, ასეთ ნამდვილ ამბებს ხშირად ვხვდები, ამიტომაა, რომ ჩემი ახლი უკვე ვეღრ იტევს ამდენ ცხოველებს და მეზობლები სამართლიანად მსაყვედურობენ, მაგრამ რა ვქნა, გამოსავალს რომ ვერ ვპოულობ?!
ლუხო
* (ნამდვილი ამბავი) გამოიარა მთელი ქალაქი, გამოსცდა ნაცნობ ბაღს და მოედანს, რომ მოენახა უცხო ალაგი, თავისი ძაღლის დასატოვებლად. საჭმელი რაღაც, ერთი ულუფა, წინ დაუყარა სახელდახელოდ, ჯერ უალერსა, მერე ქურდულად, ხელის კანკალით შეხსნა საყელო. შემდეგ, . . ავტობუსს მიჰყვება გამვლელს, არ დაინახოს ვინმე ნაცნობმა, ხალხის სცხვენია, არა ათქვან მასზე, -ძაღლი დატოვა, ფუ მის ქალობას. ძაღლის წკავწკავი მესმის ქუჩიდან, მისთვის ხომ, ძნელი დასაჯერია, -რატომ დასაჯეს ასე სასტიკად, რა უსამართლო განაჩენია, . . . ლამის ამოხტეს გული ბუდიდან, ხალხის კი არა, ძაღლის მცხვენია. *
kacho
ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?